პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერი ოჯახს უსამძიმრებს. “უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, “ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია,” – წერს ღარიბაშვილი.
კატეგორია: პოლიტიკა
ელენე ხოშტარიამ მთავრობის შენობას წითელი საღებავი შეასხა
საზოგადოებრივი მოძრაობა “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხა. მან პროტესტი ამ ფორმით გამოხატა. ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, […]
გახარია – “3 წლის მანძილზე მოვახერხე, რომ არ მომხდარა ის უბედურება, რაც ახლა მოხდა”
3 წლის განმავლობაში მოვახერხე ისე, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო ამ ქვეყანაში და ცემა-ტყეპა, ეს უბედურება რაც ახლა მოხდა, არ მომხდარა, – ასე აფასებს პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია 5-6 ივლისს პარლამენტის შენობის წინ მომხდარ დაპირისპირებას. როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი პრემიერ-მინისტრობისა თუ შს მინისტრობის პერიოდში მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ და ჟურნალისტების ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ […]
“5 ივლისის დარბევა ჟურნალისტების და ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული” – დავით ჭიჭინაძე
“ტრიბუნას” თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს: – ეს იყო ეკლესიის წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, ასევე – ჟურნალისტების წინააღმდეგ დაგეგმილი სპეცოპერაცია. ხალხი სპეციალურად იყო ჩამოყვანილი და ეს არ იყო ეკლესიის მიერ ორგანიზებული. მიზანი იყო ჟურნალისტების დარბევა და კარვების აღება-დაზიანება. თითქოს ვის წინააღმდეგაც ეს აქცია იყო მიმართული, მე ის ადამიანები, […]
ნატა ფერაძე – “პარლამენტთან ჯვრის მოხსნა არ იგეგმებოდა” – აქცია “სახელმწიფოს პანაშვიდი” გაუქმდა
აქცია “სახელმწიფოს პანაშვიდი!” რომელიც პარლამენტთან დღეს უნდა გამართულიყო აღარ შედგება. აქციის ორგანიზატორებმა შეკრება მას შემდეგ გადაიფიქრეს, რაც მათი თქმით პუტინისტური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისგან, მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს, რომ დაუპირისპირდებოდნენ. ორგანიზატორები ამბობენ, რომ არ აპირებენ, ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდონ. “ჩვენ ვგეგმავდით, რომ ეს აქცია ყოფილიყო სიმბოლური და ამ ჯვართან, რომელიც, ჩვენი აზრით, არის სახელმწიფოს, სეკულარული სახელმწიფოს […]
ცესკოს თავმჯდომარეობისთვის გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი იბრძოლებენ
ცესკოს თავმჯდომარეობისა და კომისიის წევრობის კანდიდატების სია სალომე ზურაბიშვილს უკვე გადაეგზავნა. სპეციალურმა კომისიამ რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ თავმჯდომარეობის 2 კანდიდატი – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის 5 კანდიდატი – ანა მიქელაძე, გია ცაცაშვილი, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარ სართანია შეარჩია. პრეზიდენტს განხილვისთვის 3 დღე აქვს, რის შემდეგაც კანდიდატთა საბოლოო ვერსიას საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს. […]
ღარიბაშვილს ხსნიან და მის ადგილზე კუჭავას ნიშნავენ?
“მთავარის” ინფორმაციით, ქართულ ოცნებაში პრემიერ ღარიბაშვილის მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადაყენებას განიხილავს. კულუარული ინფორმაციით, ამ საკითხზე მმართველ პარტიაში მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ღარიბაშვილის განცხადებას 5 ივლისის დილით, ძალადობრივი მოვლენები მოჰყვა. არაოფიციალური ინფორმაციით, ღარიბაშვილის შემცვლელად პრემიერის თანამდებობაზე, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას კანდიდატურა განიხილება, ღარიბაშვილი კი ისევ თავდაცვის მინისტრად. მთავარი
მარგველაშვილი – „პრემიერმა ღარიბაშვილმა ნაცების ცემისკენ რომ მოუწოდა ხალხს, მისი გაჩერება შევძელი“
საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების მიერ ჟურნალისტების დარბევა ჩვეულებრივი სტანდარტული ფორმაა, რომლითაც „ოცნების“ ეს გუნდი ურთიერთობს თავის მოქალაქეებთან: – პრემიერ ღარიბაშვილის ბიოგრაფიაში ეს არ ყოფილა პირველი მოწოდება. როდესაც პრეზიდენტი ვიყავი – არ მახსოვს, 2014 წელი იყო თუ 2015, მაშინ მან ახსენა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებს გასწორებოდნენ […]
გახარია “ოცნებაზე” – “ეს წარმოუდგენელი უუნარობის გამოხატულება იყო”
პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. „ეს არ არის მხოლოდ პოლიციის გადმოსახედიდან შესაფასებელი შემთხვევა. ეს იყო პოლიტიკური მოვლენა, უმძიმესი საყურებელი, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ. როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ჟურნალისტები მასობრივი დევნისგან, ვერ დაიცვა ტურისტები, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო, […]
თაკო ჩარკვიანი არჩევნებში ნაციონალებთან ბლოკში შეიძლება გამოვიდეს
პარტიის “კანონი და სამართალი” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი “ახალ თაობასთან’ ინტერვიუში ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ურთიერთობის კომპლექსი არ გააჩნია: – მათ დროს არარეფორმირებული სამართლებრივი სისტემის გამო ვიყავი ოპოზიციაში და ზუსტად იმას ვაპროტესტებდი, რამაც ეს წარმატებული პარტია ქვეშ მოიყოლა. წარმატებული პარტია იყო ნაციონალური მოძრაობა, აბა რა იყო?! მან სახელმწიფო ინსტიტუციები ააშენა, ჩაბნელებული საქართველო გაანათა, მაგრამ ქვეშ მოიყოლა […]










