პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს წინ დღეს ევროკავშირის დროშა თავად დაკიდა. “ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ! მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, […]
კატეგორია: პოლიტიკა
რუსთაველზე სპეცრაზმი მიიყვანეს
რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი მიიყვანეს. დამატებითი ძალები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ. სპეცრაზმის წარმომადგენლები ამ წუთებში ეკიპირებას ირგებენ. თავის მხრივ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პარლამენტთან აქცია დასრულებულია, ამჟამად კი ორივე დაპირისპირებულ მხარესთან საუბრის საფუძველზე, აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე მუშაობენ. როგორც სირაძემ რუსთაველის გამზირზე, ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაპირველად ტერიტორიიდან მდუმარე აქციის მონაწილეებს […]
კახა კუჭავა – “არავითარი მაგრამ! გუშინდელს არანაირი გამართლება არ აქვს! ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს!”
გუშინ ის შემთხვევა იყო, რაზეც ნამდვილად ვერ ვიტყვით “მაგრამ“ – ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, ველოდებით მკაცრ რეაგირებებს! – აღნიშნული განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ბიუროს სხდომა გახსნა. კუჭავას შეფასებით, ის რაც 5 ივლისს მოხდა, იყო სამარცხვინო, რაც საქართველოს არ ეკადრება. “ეს იყო ქმედებები, რასაც არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს. არანაირი “მაგრამ“! არ შეიძლება გამართლებული იყოს ის, რაც ჩვენ […]
ღარიბაშვილი – “ვინც გუშინ ძალადობა ჩაიდინა, ყველა დაისჯება”
ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ. მინდა ეს ფაქტი საჯაროდ დავგმო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მიერ მედიის წარმომადგენლების ცემისა და მათზე თავდასხმის ფაქტებს გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და ძალადობის ჩამდენი დაისჯება. „კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა. ჟურნალისტებზე ძალადობა არის მიუღებელი და დასაგმობი. პოლიცია მუშაობს აქტიურად. […]
“სრულიად მიუღებელია, დღეს რაც მოხდა” – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დაშავებული ჟურნალისტები კლინიკაში მოინახულა
საქართველოს პრეზიდენტმა “ნიუ ჰოსპიტალსში” სამკურნალოდ გადაყვანილ მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადა, დაგმო ძალადობა და შეშფოთება გამოთქვა დღეს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო. “მოვინახულე დაშავებულები, აქ ოთხი მედიაწარმომადგენელი იყო გადმოყვანილი. მათგან ერთი უკვე გაწერილია, ერთმა კი, ოპერაცია ჩაიტარა. ამ პირობებში, ჩვენ აღარ ვიცით, რა არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და როგორც ჩანს, დავიწყებული გვაქვს ის ტოლერანტობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგვყვებოდა. ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია! […]
თბილისი პრაიდმა დღეს დაგეგმილი მარში გააუქმა
“თბილისი პრაიდის” განცხადებით, დღეს დაგეგმილი ღირსების მარში არ შედგება. ორგანიზატორები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, მათი თქმით, არ აქვთ მოლოდინი, რომ პოლიცია ადეკვატურად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და ძალადობას აღკვეთავს. “თბილისი პრაიდის სახელით გვსურს განვაცხადოთ, რომ ღირსების მარში #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო ქვიარ თემისა და ჩვენი მხარდამჭერების უსაფრთხოება, არამედ აქტიური მოქმედებებით შეგვიშალა ხელი გვესარგებლა […]
მარიტა მუსელიანი – “პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე მოვდივართ, მაგრამ ძალადობას ვემიჯნებით”
„რიონის ხეობის მცველები“ პრაიდის წინააღმდეგ აქციაზე დასასწრებად მოდიან, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მარიტა მუსელიანმა დაუდასტურა. მისი თქმით, აქციაზე საპატრიარქოს მოწოდების გამო გამოდიან და აპირებენ, რომ დაესწრონ დაგეგმილ პარაკლისს. მისივე თქმით, აქციაზე მოდიან მოძრაობის სხვა ლიდერებიც – მაკა სულაძე, ვარლამ გოლეთიანი. „დიახ, მოვდივართ… დიახ, ვაპირებთ, მივიღოთ მონაწილეობა [პრაიდის წინააღმდეგ]. ძირითადად, მომხრეები სხვადასხვა […]
გურამ ფალავანდიშვილი – “ღარიბაშვილს კაბინეტში მივადგებით!”
“ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარება შესთავაზა. როგორც ფალავანდიშვილი აცხადებს, ღირსების მარში ნებისმიერი ფორმით ჩაიშლება და პრემიერს აფრთხილებს, რომ მას კაბინეტშიც მიადგებიან, თუ მოხდება ძალადობა ქართველ ერზე და ბერზე. “თუ სადმე დაანონსდება და გავიგებთ, ჩვენ ჩვენი ძალებიდან ნახევარს იქ წავიყვანთ. ჩვენ წავალთ ნებისმიერი […]
პრაიდის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტთან კარვები დაარბიეს
ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან განთავსებული კარვები დაარბიეს. როგორც მათ ჟურნალისტებთან აღნიშნეს, “როგორც პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია გაასუფთავეს, ასევე გაასუფთავებენ ქვეყანას სექსუალური უმცირესობებისგან”. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, აქ განთავსებული იყო იმ პოლიტიკური ძალების კარვები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ლგბტ პირთა მხარდამჭერ დოკუმენტს. მათი თქმით, ეს სრულ წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ხალხის ინტერესებთან. „ჩვენ ვერ ჩავატარებთ აქციას […]
ღარიბაშვილი – “პრაიდის დღევანდელი აქციის რუსთაველზე ჩატარება მიზანშეუწონელია”
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარშის გამართვას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. აღნიშნული განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა: “ჩვენი სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას, ჩვენ არ განვასხვავებთ რაიმე ნიშნით, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, ასევე კონსტიტუციაში მოხდა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა. მე მინდა ვთქვა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და გამოხატავენ თავის პოზიციას, სურთ […]










