ვარლამ გოლეთიანი – “აქციას ემიგრანტები აფინანსებენ” – 1 დღე 50.000 ლარი ჯდება

ვარლამ გოლეთიანი - "აქციას ემიგრანტები აფინანსებენ" - 1 დღე 50.000 ლარი ჯდებარა უჯდებათ საპროტესტო აქცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს თბილისში?

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქციას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან მხარდამჭერები საკუთარი სურვილით შემოუერთდნენ, თუმცა ბევრის ჩამოყვანა თავად ორგანიზატორებმა უზრუნველყვეს.

სამარშრუტო ტაქსები, აქციის მონაწილეთა რეგიონებიდან ორგანიზებული ჩამოყვანა და მათი კვება, ბრენდირებული მაისურები, საიმიჯო-საინფორმაციო კლიპები, სცენა, გახმოვანება, მობილური ავტომობილი გახმოვანებით, კარვები…

ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ხშირად ამის ფუფუნება პოლიტიკურ პარტიებსაც არ აქვთ.

პრაიმ ტაიმის ცნობით, მსგავსი აქცია დღეში მინიმუმ 50.000 ლარი ჯდება.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თქვა, რომ აპარატურის ნაწილი კომპანია Geo Sound-დან იქირავეს.

კომპანიამ „რიონის ხეობის მცველებს“ გახმოვანების სისტემა 3 დღით მიაქირავა. Geo Sound-ის წარმომადგენლის, ლაშა ნუცუბიძის თქმით, მსგავსი ტექნიკის დაქირავება 30.000 ლარამდე ჯდება.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქციას ემიგრანტები აფინანსებენ. ის უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აქციებს ფინანსურად რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ილია ძოწენიძე უზრუნველყოფს.

თავად ძოწენიძე ნამახვანჰესის მშენებლობის აქტიური წინააღმდეგია.

ბიზნესმენი არ უარყოფს, რომ აქციის ორგანიზატორებთან ფინანსურ საკითხებზე საუბარი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა დაფინანსება, მათივე სურვილით, არ შედგა.

ძოწენიძე რუსეთში არაერთ ბიზნესს ფლობს, ის წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის დიმიტრი მედვედევს ჰყავს დაჯილდოებული.

პრაიმ ტაიმი