– ჩვენ აღარ გვრჩება სივრცე ვიყოთ კიდევ იგივე პოზიციაში, რომელშიც 209 დღის განმავლობაში ვიყავით. ამიტომ, გადავალთ ქმედების ისეთ ფორმებზე, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას, რომ შეცვალოს თავისი არასწორი დამოკიდებულება და პოზიცია. ამის შესახებ „რიონის ხეობის“ ერთ-ერთმა მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე განუცხადა. გოლეთიანის თქმით, მნიშვნელოვანი არ არის ის, თუ რომელი ქუჩა გადაიკეტება კონკრეტულად, არამედ მნიშვნელოვანია […]
კატეგორია: პოლიტიკა
ეკა ბესელია – „მალე სასამართლო კლანს ივანიშვილიც ვეღარ გააკონტროლებს“
ეკა ბესელია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სასამართლოში გავლენები და კლანური მმართველობა “ოცნებასთან” არის ასოცირებული: – შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს ვერ გააკონტროლოს „ქართულმა ოცნებამ“ საბჭო და ვერ გააკონტროლოს საბჭოს კანონს მიღმა ინტერესების რეალიზება, რასაც ჩვენ ვხედავთ. დღეს თუ ისინი ერთად არიან და აქამდე თანამშრომლობდნენ, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს კლანი იმდენად გაძლიერდეს, რომ მმართველი პარტიისთვისაც გახდეს […]
“ხვალ თბილისის პარალიზებას მოვახდენთ” – ვარლამ გოლეთიანმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა
ვარლამ გოლეთიანმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოთხოვნების შესასრულებლად ვადა ხვალ დღის 12:00 საათამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები გზებს გადაკეტავენ. ხვალ 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო, ჩაირთო ეს წამმზომი, გადაწყვეტილება მათზეა, შესრულდება ყველა ის მოთხოვნა თუ არა, ჩვენი მოქმედება განსაზღვრულია და ამ საქმეს თითოეული ჩვენგანი ბოლომდე მივყვებით. თუ ხვალ 12 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება, მოვახდენთ […]
ნამახვანჰესის მოწინააღმდგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს. საპროტეტსო აქციაზე შეკრებილების განცხადებით, ისინი ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. “ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლებას 24 მაისის 12:00 საათამდე მისცეს დროს იმისთვის, რომ მათ მოთხოვნებზე შესაბამისი პასუხი მიიღონ. სწორედ ამ დრომდე აპირებენ ისინი რესპუბლიკის მოედენაზე დარჩენას. აქციის ერთ-ერთი ორგანზიატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნებზე არ […]
არა ნამოხვანჰესს – რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია დაიწყო
არა ნამოხვანჰესს – რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები დედაქალაქში რეგიონებიდან დღეს დილით, ავტოკოლონებით ჩამოვიდნენ. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ითხოვენ: 1. გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. 2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 […]
“გახარიას და ვასაძეს რიგგარეშე არჩევნები აწყობს” – რამაზ საყვარელიძე
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიას და ვასაძეს რიგგარეშე არჩევნები აწყობს: – არ ვფიქრობ, რომ მათ გაუჭირდეთ ბარიერის გადალახვა, პირიქით. ვასაძე ალბათ “პატრიოტთა ალიანსის” ხმებს აიღებს, “ქართული მარშის” ხმებიც დაემატება მას და კიდევ საზოგადოების კონსერვატორი ნაწილის ხმებიც წავა მასთან. გახარია, “ქართული ოცნების” ამომრჩევლის ნაწილის გარდა, მიიმხრობს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ნაწილსაც, რომელიც საკმაოდ მაღალია […]
თინა ბოკუჩავა – “ღარიბაშვილი სიტყვა სირცხვილს რომ ახსენებს, სარკეში ჩაიხედოს”
ბატონმა ღარიბაშვილმა, რომელსაც თავმოყვარეობა არ გააჩნია, იმიტომ, რომ ისე ათავისუფლებენ და ნიშნავენ თანამდებობაზე არ იცის, სიტყვა „სირცხვილს“ რომ ახსენებს სარკეში ჩაიხედოს, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმად, ნიკა მელიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლა უნდათ, თუმცა, ამის რცხვენიათ. თინა ბოკუჩავას თქმით, მისთვის საინტერესო არ არის “ამ ადამიანების შეფასებებზე კომენტარის […]
“მურუსიძის სასამართლო ივანიშვილსაც მიადგება” – მურმან დუმბაძე
მურმან დუმბაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ არ სჯერა მურუსიძის სასამართლოსი: – მე ვარ ის ადამიანი, რომელიც სწორედ მიხეილ სააკაშვილს უკიდურესად ვაკრიტიკებდი სასამართლო სისტემის არარსებობის გამო. მურუსიძის სასამართლოს გამო. – რომელიც შეიძლება ბუმერანგად მოუბრუნდეს მას. – დიახ. მოუბრუნდა კიდეც, რადგან ის სწორედ მურუსიძის სასამართლომ გაასამართლა. ამ ქვეყანაზე მუდმივი არაფერია, მათ შორის, არც ხელისუფლება. მურუსიძის სასამართლო […]
დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ინიშნება
როგორც „ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნება. „ქართული ოცნების“ ლიდერები აჭარაში პარტიის მხარდაჭერებს ხვდებიან, სადაც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეთანხმდნენ, რომ დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი პაარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლებს და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნება. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ქვრივიშვილს ტურიზმის, კურორტების და ავიაციის საკითხები ჩაბარდება.
კობახიძე – “გახარიამ თავის გუნდს ზურგში დანა ჩაარტყა”
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გუნდიდან წასულმა გახარიამ მოიტყუა და საკუთარ გუნდს ზურგში დანა დაარტყა. გახარიამ მოიტყუა პირველ რიგში 17-18 თებერვალს და ეს იყო ძალიან მძიმე ტყუილი. სამწუხაროდ ეს რეჟიმი გრძელდება და ამის ნიშნებს მკვეთრად დაინახავს საზოგადოება. მან ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს რაც ძალიან მძიმე ნაბიჯი მისი მხრიდან”, – თქვა ირაკლი კობახიძემ. […]










