კახა კახიშვილი – “სასჯელაღსრულების მინისტრი რომ ვიყავი, პატიმრების ბაზები მომპარეს და ამაში ფულს მთხოვდნენ”

კახა კახიშვილი - "სასჯელაღსრულების მინისტრი რომ ვიყავი, პატიმრების ბაზები მომპარეს და ამაში ფულს მთხოვდნენ"– პირველად ვამბობ, ამაზე გამოძიებაც დავიწყეთ – სასჯელაღსრულების მინისტრი ვიყავი, პატიმრების ბაზები მომპარეს და მერე ფულს მთხოვდნენ,.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

– მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ვიყავი, მთავრობის საიტი დაბლოკეს, სასჯელაღსრულების მინისტრი ვიყავი, ბაზები მომპარეს და მერე ფულს მთხოვდნენ, პირველად ვამბობ, ამაზე გამოძიებაც დავიწყეთ. პატიმრების ბაზები მოგვპარეს და წაშალეს, მერე ახლიდან კოდში ითხოვდნენ ფულს, კიდევ კარგი, „ბექები“ გვქონდა გაკეთებული, – განაცხადა კახიშვილმა.

კითხვაზე, თუ რა რაოდენობის თანხას ითხოვდნენ, უპასუხა, რომ „არ ახსოვს“.

– სიმართლე რომ გითხრათ, აღარ მახსოვს კონკრეტულად, მაგრამ რა თქმა უნდა, პრინციპული მოთხოვნა იყო, გამოძიება დავიწყოთ და გავიდეთო. კიდევ კარგი, მანამდე ცოტა ტვინი ვიხმარეთ და „ბექები“ გავაკეთეთ, ხელმოცარულები დარჩნენ, რადგან 6 თვით ადრე დავიწყეთ „ბექების“ გაკეთება, სისტემის აწყობა, რომ ინფორმაცია დაკოპირებული ყოფილიყო, რომ ერთ ინფორმაციის მატარებელზე არ ვყოფილიყავით დამოკიდებული, როგორც კი ეს მოვრჩით, ერთი-ორი თვის მერე, წაგვიშალეს, კიდევ კარგი გვქონდა, მაგრამ ფაქტი ხომ მოხდა, – განაცხადა კახიშვილმა.

იპნ