ნამახვანჰესის მოწინააღმდგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს

ნამახვანჰესის მოწინააღმდგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალესთბილისში, რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს.

საპროტეტსო აქციაზე შეკრებილების განცხადებით, ისინი ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.

“ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლებას 24 მაისის 12:00 საათამდე მისცეს დროს იმისთვის, რომ მათ მოთხოვნებზე შესაბამისი პასუხი მიიღონ. სწორედ ამ დრომდე აპირებენ ისინი რესპუბლიკის მოედენაზე დარჩენას.

აქციის ერთ-ერთი ორგანზიატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნებზე არ იქნება პასუხი, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ითხოვენ, „ენკამ“ რიონის ხეობა დატოვოს, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გამოცხადდეს აღნიშნულ სექტორში მორატორიუმი. ამასთან, დღეს აქციაზე გაჟღერდა მოთხოვნა, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას წინააღმდეგ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს ჰესთან დაკავშირებით კონკრეტულ დოკუმენტაციას.