კატეგორია: პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი – „ევროკავშირი არც ნიკა მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც მის ნელსონ მანდელობას“

ელისაშვილი - "მელიას რამე ჭმუნვა და წუხილი თუ აქვს, პირადად დამირეკოს"

„მიუხედავად იმისა, რომ მე ჩემი ანგარიშები მაქვს ნიკა მელიასთან, ნიშნის მოგებით მაინც არ ვილაპარაკებ“ – სწორია ეს გადაწყვეტილება და აქამდე არ უნდა ეჯიუტა, – ამის შესახებ „მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მელიას მხრიდან ევროკავშირის გირაოს მიღებას გამოეხმაურა. მისი თქმით, გირაოს გადახდით, „ევროკავშირი არც მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც მის ნელსონ მანდელობას“, არამედ […]

სალომე სამადაშვილი – „ჩემს პოლიტიკურ პარტნიორებად მოვიაზრებ „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ 

სალომე სამადაშვილი - "ნაცმოძრაობას დავტოვებ, როგორც კი მელია ციხიდან გამოვა"

პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი პარტნიორებად „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ მოიაზრებს. როგორც სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, პროდასავლური ფლანგის გაძლიერების გარეშე ბიძინა ივანიშვილის საბოლოოდ დამარცხება გაუჭირდებათ. „ჩემს პოლიტიკურ პარტნიორებად მოვიაზრებ როგორც „ლელოს“, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელს“ და იმ პროდასავლურ პოლიტიკურ აქტორებს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ვიზიარებ მოსაზრებას, რომ შევხედოთ ჩვენს რეალობას, საარჩევნო ფორმულას”, – განაცხადა სამადაშვილმა. რაც შეეხება „ნაციონალური […]

გიორგი ვაშაძე – “ნაცმოძრაობა გადამგდებ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა”

გიორგი ვაშაძე - "ნაცმოძრაობა გადამგდებ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა"

„ნაციონალური მოძრაობა“ გადამგდებ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა. არაერთხელ ვყავარ გადაგდებული, არაერთხელ ჰყავს სხვა ოპოზიციონერი პარტნიორები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციაში ორკვირიანი „დომხალი“ მოაწყო. „ნაცმოძრაობის“ ორკვირიანი დომხალი, რაც ოპოზიციაში მოაწყო, ეს ჩემი აზრით, კიდევ ერთი მაგალითი იყო, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ჩემი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ცოტა […]

სალომე სამადაშვილმა ნაცმოძრაობა დატოვა – “ველოდები, რომ ნიკა გამოვა საპატიმროდან”

"ერთად მოვძებნოთ გამოსავალი" - სალომე სამადაშვილი ნიკა მელიასთან ციხეში მივიდა

სალომე სამადაშვილის თქმით, მან “ნაციონალური მოძრაობა” უკვე დატოვა. ამის შესახებ სამადაშვილმა ტვ პირველზე, “დღის ამბებში” თქვა. – ველოდები, რომ ნიკა გამოვა საპატიმროდან და ამის შემდეგ ჩემი ოფიციალური განცხადება პარტიის დატოვების შესახებ ცხადია ექნება უკვე მიღებული შესაბამისად პარტიის თავმდჯომარეს, თუმცა შეიძლება ითქვას რომ მე უკვე დავტოვე პარტია,”  – თქვა სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტს […]

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა

ნიკა მელია - „შტაბი დამიწვეს, ქურთუკი გამხადეს...“

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წამომადგენლობა ავრცელებს. “დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: […]

თაკო ჩარკვიანი _ “გიორგი ვაშაძეს ციხეში მყოფ ნიკა მელიაზე ასეთი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა”

თაკო ჩარკვიანი - "გავწვებით და ვერ გადააბარებთ! ჯანყი საქართველოს გადასარჩენად!"

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში იხსენებს, რომ თავის დროზე ნაცმოძრაობის ოპოზიციაში იყო: – მე ვებრძოდი დანაშაულებრივ სისტემას, რომელიც ამათ გადაიბარეს, „ქართულმა ოცნებამ“. აბა, სახელმწიფო ინსტიტუტების შენება სააკაშვილმა რომ გააკეთა, ეგეთი უნდა. მე ჯაჭვში ვიდექი აგვისტოს ომის დროს, რომელიც სააკაშვილმა გააკეთა. როდესაც ამბობდნენ, საქართველომ ომი დაიწყოო, სულ ვამბობდი, მიშას ჯინაზე ნუ […]

“ლაშას მამა გარდაიცვალა-თქო, ასე უთხარი” – აჩი არველაძის პასუხი თბილისის მერობაზე მის წარდგენაზე

"ლაშას მამა გარდაიცვალა-თქო, ასე უთხარი" - აჩი არველაძის პასუხი თბილისის მერობაზე მის წარდგენაზე

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია შოთა ან აჩი არველაძეს თბილისის მერობის კანდიდატად წარადგენს. ამ საკითხზე რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა აჩი არველაძეს დაურეკა. მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა: – თუ მიიღეთ უკვე გიორგი გახარიასგან შეთავაზება თბილისის მერობასთან დაკავშირებით? – რაო? – დედაქალაქის მერობის კანდიდატი რომ იყოთ. ვრცელდება მედიაში ეს ინფორმაცია. – ლაშას მამა გარდაიცვალა, მოგვიანებით გნახავთ. […]

“სასურველია, რომ მელიამ გაიმარჯვოს… ბიძინამ და მიშამ ერთმანეთთან ილაპარაკონ ტელეფონზე” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი - 0%-იანი ბარიერი არის ქაოსის წინაპირობა

“ნაციონალური მოძრაობა” დღეს არის ძალიან არაერთგვაროვანი, იქ მინიმუმ ორი ხაზი არსებობს. უახლოესი ორი კვირა, ალბათ, ეს იქნება მთავარი ინტრიგა, რომელი ხაზი გაიმარჯვებს – მელიას ხაზი თუ სააკაშვილის ხაზი,- ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა. მისივე თქმით, სასურველია ამ პროცესში მელიას ხაზმა გაიმარჯვოს და მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მსგავსად ოფიციალურად დაისვენოს. ამასთანავე, […]

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება არ გამოიყენა

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს - "თუ არ გესმით ქართული, ეს თქვენი პრობლემაა!"

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ გამოიყენა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიგინგზე ისაუბრა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე მოისმინა ყველა მხარის არგუმენტი. პრეზიდენტის განცხადებით, დაჩქარებული წესით პროცედურა ნაკლებად იძლეოდა არგუმენტების წარდგენისთვის ყველასთვის ერთნაირ შესაძლებლობას. თუმცა პრეზიდენტის განცხადებით, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია. „ვეტოს გამოყენების სამართლებრივი […]

პრეზიდენტი ზურაბიშვილი 20.30 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს

სალომე ზურაბიშვილი - "ოცნებამ" ოპოზიციონერების მანდატები არ უნდა გააუქმოს"

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. სალომე ზურაბიშვილი განცხადებას 20:30 საათზე გააკეთებს. მანამდე კი პრეზიდენტმა დღეს მთელი დღის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გამართა როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.