სალომე სამადაშვილმა ნაცმოძრაობა დატოვა – “ველოდები, რომ ნიკა გამოვა საპატიმროდან”

სალომე სამადაშვილმა ნაცმოძრაობა დატოვა - "ველოდები, რომ ნიკა გამოვა საპატიმროდან"სალომე სამადაშვილის თქმით, მან “ნაციონალური მოძრაობა” უკვე დატოვა. ამის შესახებ სამადაშვილმა ტვ პირველზე, “დღის ამბებში” თქვა.

– ველოდები, რომ ნიკა გამოვა საპატიმროდან და ამის შემდეგ ჩემი ოფიციალური განცხადება პარტიის დატოვების შესახებ ცხადია ექნება უკვე მიღებული შესაბამისად პარტიის თავმდჯომარეს, თუმცა შეიძლება ითქვას რომ მე უკვე დავტოვე პარტია,”  – თქვა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი დამოუკიდებლად მოაწერა. “ნაციონალური მოძრაობა” “ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეთანხმების დოკუმენტს არ შეუერთდა.