ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა: „რასაც ვამბობდით ის, არ მოხდა? არ მინდა ნიშნის მოგებით საუბარი. ჩემში ახლა ორი მოცემულობა ებრძვის, ერთი ნატურალური ალეკო მეუბნება, რომ ისე უნდა ველაპარაკო იმ ხალხს როგორც იმსახურებენ და მეორე მეუბნება, რომ არ ვარ მარტო ჩემს თავზე პასუხისმგებელი, ცოტა მეტი მომეთხოვება, ქვეყანაზე და ხალხზე ვარ პასუხისმგებელი და პარლამენტში არ შევსულვარ […]
კატეგორია: პოლიტიკა
„მელიას გარეშე ადგილობრივი არჩევნები შეუძლებელია“ – ბადრი ჯაფარიძე მელიასთან ციხეში მივიდა
„ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ნიკა მელიასთან ციხეში მივიდა. “პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ხელშეკრულების მთავარი მიზანი იყო საპატიმროდან ამ ადამიანების გამოყვანა, აქედან გმომდინარე მე მინდა ნიკა მელიასთან ვისაუბრო ამ თემაზე. მისი პოზიცია ცნობილია საზოგადოებისთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს პრობლემა გადაწყდეს, ბატომ მიშელთან საუბრისას ჩვენ ხაზი გავუსვით, ჩვენი სრულფასოვანი მონაწილეობა საპარლამენტო მუშაობაში ვერ შედგება თუკი […]
გრიგოლ ვაშაძემ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა
ევროკავშირის წარმომადგენლობამ დღეს ფოტომასალა გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ, ხელი დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში მოაწერა. ვაშაძე ბლოკის „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო სიის მეორე ნომერი იყო, თუმცა გასული წლის 15 დეკემბერს მან პარტია დატოვა. ვაშაძე ტელეკამერების წინ დღეს პირველად გამოჩნდა, თუმცა დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ […]
ნინო ლომჯარია – “პროკურატურას ნიკა მელიას გამოშვება დღესვე შეუძლია”
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოადგილესთან, გიორგი ბურჯანაძესთან ერთად რუსთავის პენიტენციური დაწესებულება დატოვა, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა. ნინო ლომჯარია პროკურატურას რეკომენდაციას აძლევს, რაც შეიძლება მალე იყოს ნიკა მელიას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებული. სახალხო დამცველის თქმით, მელიას გირაოს გადახდასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია. „მე დამრჩა შღაბეჭდილება, რომ ის ისევ იმ პოზიციაზეა, რაც ჰქონდა გირაოს საკითხთან დაკავშირებით. ის თვლის, რომ გირაო ამ შეთანხმების […]
კალაძე – “არაფერი მჭირს საიმისო, რომ ვინმეს გუნდში მიხილოთ”
კახა კალაძეს არაფერი სჭირს საამისო, რომ ვინმეს გუნდში იხილოთ, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი მედიის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გუნდთან შეერთებას შეეხებოდა. მისივე თქმით, ნაადრევია საუბარი მერობის კანდიდატებზე და მმართველი პარტია ყველა მათგანს, ასევე საკრებულოს წევრობის კანდიდატებს არჩევნებამდე 1 – 1,5 თვით ადრე დაასახელებს.
სააკაშვილი – “ნაცმოძრაობამ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს”
მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, მე მინდა მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს. “ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო, ძალიან ბევრ ხარვეზს შეიცავს, ძალიან შორსაა იმისგან, რაც კრიზისს ბოლომდე გადაწყვეტდა, მაგრამ იქ 2 მთავარი რამაა: ჩვენი პარტიის გმირი თავმჯდომარე ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან, ისევე როგორც გიორგი რურუა! ეს […]
პრეზიდენტის სასახლეში “ოცნებამ” და ოპოზიციამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს დოკუმენტს ხელი მოაწერეს: სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად; დავით ბაქრაძემ – ინდივიდუალურად; ხათუნა სამნიძემ; “გირჩმა”; გიორგი ვაშაძემ; ზურა ჯაფარიძემ; ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ; ალეკო ელისაშვილმა; “ქართული ოცნებიდან” – არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა. ენმ დოკუმენტს ხელს არ აწერს და სამადაშვილმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურ რეჟიმში მიიღო. მხარეებმა ორბელიანების სასახლეში, ევროკავშირის […]
სალომე სამადაშვილი – “მზად ვარ, მიშელის დოკუმენტს ხელი მოვაწერო”
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მზად არის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერს. “პოლიტსაბჭო, რა თქმა უნდა, საქმის კურსშია. მე გადავწყვიტე, რომ დღეს როგორც ინდივიდუალურმა წევრმა პარლამენტის, ხელი მოვაწერო ამ დოკუმენტს,“ – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. ევროკავშირის ოფისიდან ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ელჩებთან ერთად პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემგზავრნენ. […]
“ოცნება” და ოპოზიცია პრეზიდენტის სასახლეში მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერენ
მოლაპარაკებების მხარეები პრეზიდენტის სასახლეში ინაცვლებენ. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ორბელიანების რეზიდენციაში მიდიან ელჩებიც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ,,საქართველოს წინსვლის გზა” ხელმოწერის ცერემონია გაიმართება ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის შეხვედრა ერთი საათის დაწყებულიც არ იყო, როდესაც მხარეებმა ზურაბიშვილის რეზიდენციაში გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს.
“ერთი ფეხით პარლამენტში ყოფნა და მეორე ფეხით აქციებზე, არავის გამოსვლია არასოდეს და არც გამოუვა” – დავით ჭიჭინაძე
“ერთი ფეხით პარლამენტში ყოფნა და მეორე ფეხით აქციებზე, არავის გამოსვლია არასოდეს და არც გამოუვა” , – აცხადებს მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. მისივე თქმით, “ამნისტია კი, „ოცნებას“ და იმ ჩინოვნიკებს სჭირდებათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა და არა ნიკა მელიას!”. “ერთი ფეხით პარლამენტში ყოფნა და მეორე ფეხით აქციებზე, არავის გამოსვლია არასოდეს და არც გამოუვა. ოპოზიცია უნდა გაერკვეს, […]










