კახა კალაძეს არაფერი სჭირს საამისო, რომ ვინმეს გუნდში იხილოთ, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი მედიის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გუნდთან შეერთებას შეეხებოდა. მისივე თქმით, ნაადრევია საუბარი მერობის კანდიდატებზე და მმართველი პარტია ყველა მათგანს, ასევე საკრებულოს წევრობის კანდიდატებს არჩევნებამდე 1 – 1,5 თვით ადრე დაასახელებს.
კატეგორია: პოლიტიკა
სააკაშვილი – “ნაცმოძრაობამ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს”
მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, მე მინდა მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს. “ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო, ძალიან ბევრ ხარვეზს შეიცავს, ძალიან შორსაა იმისგან, რაც კრიზისს ბოლომდე გადაწყვეტდა, მაგრამ იქ 2 მთავარი რამაა: ჩვენი პარტიის გმირი თავმჯდომარე ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან, ისევე როგორც გიორგი რურუა! ეს […]
პრეზიდენტის სასახლეში “ოცნებამ” და ოპოზიციამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს დოკუმენტს ხელი მოაწერეს: სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად; დავით ბაქრაძემ – ინდივიდუალურად; ხათუნა სამნიძემ; “გირჩმა”; გიორგი ვაშაძემ; ზურა ჯაფარიძემ; ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ; ალეკო ელისაშვილმა; “ქართული ოცნებიდან” – არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა. ენმ დოკუმენტს ხელს არ აწერს და სამადაშვილმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურ რეჟიმში მიიღო. მხარეებმა ორბელიანების სასახლეში, ევროკავშირის […]
სალომე სამადაშვილი – “მზად ვარ, მიშელის დოკუმენტს ხელი მოვაწერო”
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მზად არის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერს. “პოლიტსაბჭო, რა თქმა უნდა, საქმის კურსშია. მე გადავწყვიტე, რომ დღეს როგორც ინდივიდუალურმა წევრმა პარლამენტის, ხელი მოვაწერო ამ დოკუმენტს,“ – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. ევროკავშირის ოფისიდან ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ელჩებთან ერთად პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემგზავრნენ. […]
“ოცნება” და ოპოზიცია პრეზიდენტის სასახლეში მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერენ
მოლაპარაკებების მხარეები პრეზიდენტის სასახლეში ინაცვლებენ. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ორბელიანების რეზიდენციაში მიდიან ელჩებიც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ,,საქართველოს წინსვლის გზა” ხელმოწერის ცერემონია გაიმართება ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის შეხვედრა ერთი საათის დაწყებულიც არ იყო, როდესაც მხარეებმა ზურაბიშვილის რეზიდენციაში გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს.
“ერთი ფეხით პარლამენტში ყოფნა და მეორე ფეხით აქციებზე, არავის გამოსვლია არასოდეს და არც გამოუვა” – დავით ჭიჭინაძე
“ერთი ფეხით პარლამენტში ყოფნა და მეორე ფეხით აქციებზე, არავის გამოსვლია არასოდეს და არც გამოუვა” , – აცხადებს მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. მისივე თქმით, “ამნისტია კი, „ოცნებას“ და იმ ჩინოვნიკებს სჭირდებათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა და არა ნიკა მელიას!”. “ერთი ფეხით პარლამენტში ყოფნა და მეორე ფეხით აქციებზე, არავის გამოსვლია არასოდეს და არც გამოუვა. ოპოზიცია უნდა გაერკვეს, […]
ნიკა მელია – „მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ!“
რა გამოდის – ძალმომრეობას იმიტომ არ შევეგუე, უკანონობას იმიტომ არ დავემორჩილე და უსამართლობაზე იმიტომ არ დავხუჭე თვალი, რომ მერე ჩემი თავისუფლებისთვის ვინმეს ან მე გირაოდ გასაღებული გამოსასყიდი გადაგვეხადა. ეს ჩემთვის მიუღებელია! – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მისივე განმარტებით, „ოცნებამ“ კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე […]
“ეს ჩემთვის სკანდალური გადაწყვეტილება იქნება” – პრეზიდენტი მზადაა, გიორგი რურუა შეიწყალოს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადა, “მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა შეიწყალოს, თუმცა ამისთვის გარკვეულ პირობებს აყენებს. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში რამდენიმე წუთის წინ თავად გააკეთა. „მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ შემდეგი პირობით: ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი […]
შალვა შავგულიძე პარლამენტში შედის
პარლამენტის არჩეული დეპუტატის, შალვა შავგულიძის განცხადებით, სასურველია, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში მცირედი კორექტირება შევიდეს, თუმცა, თუ ეს არ მოხდა, ის კრიზისის განსამუხტად დოკუმენტს ხელს მაინც მოაწერს. როგორც მან „ინტეპრესნიუსს“ განუცხადა, ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ დასავლურ სტრუქტურებთან დაპირისპირებაში ხელი არ უნდა შეუწყოს. „ვფიქრობ, რომ შარლ მიშელის წინადადებები გარკვეულ დახვეწას საჭიროებს, მაშინ იქნება ძალიან კარგი. რაღაც დახვეწა სჭირდება […]
ლელო შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს
„ლელო-საქართველოსთვის“ მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ გადაწყვტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. „ლელოს” წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარტია დოკუმენტის შინაარსს პრინციპულად იზიარებს. „ლელო” პრინციპულად ეთანხმება დოკუმენტს. მასში არის გარკვეული საკითხები, რაც უნდა დაზუსტდეს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პუნქტების შესრულება იყოს მედიატორების ყურადღების ქვეშ”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებით, პოლიტპატიმრებად […]










