გრიგოლ ვაშაძემ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

გრიგოლ ვაშაძემ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერაევროკავშირის წარმომადგენლობამ დღეს ფოტომასალა გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ, ხელი დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში მოაწერა.

ვაშაძე ბლოკის „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო სიის მეორე ნომერი იყო, თუმცა გასული წლის 15 დეკემბერს მან პარტია დატოვა.

ვაშაძე ტელეკამერების წინ დღეს პირველად გამოჩნდა, თუმცა დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.