“ერთი ფეხით პარლამენტში ყოფნა და მეორე ფეხით აქციებზე, არავის გამოსვლია არასოდეს და არც გამოუვა” – დავით ჭიჭინაძე

“ერთი ფეხით პარლამენტში ყოფნა და მეორე ფეხით აქციებზე, არავის გამოსვლია არასოდეს და არც გამოუვა” - დავით ჭიჭინაძე“ერთი ფეხით პარლამენტში ყოფნა და მეორე ფეხით აქციებზე, არავის გამოსვლია არასოდეს და არც გამოუვა” , – აცხადებს მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, “ამნისტია კი, „ოცნებას“ და იმ ჩინოვნიკებს სჭირდებათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა და არა ნიკა მელიას!”.

“ერთი ფეხით პარლამენტში ყოფნა და მეორე ფეხით აქციებზე, არავის გამოსვლია არასოდეს და არც გამოუვა.

ოპოზიცია უნდა გაერკვეს, რადგან მათ 8 მარტის შეთანხმებაც გამარჯვებად აღიარეს და რა შერჩათ ხელში, ფაქტია.

ახლა უარესი პერსპექტივის წინ ვდგავართ. ნახევრად გამარჯვებები, დამარცხებას ნიშნავს და იმიტომ. მითთუმეტეს, რომ ძალიან დიდია იმ ხაფანგში გაბმის ალბათობა, რასაც „ოცნება“ ხლართავს.

დღეს გასათავისუფლებებლია ოპოზიციის ლიდერი, ოღონდ ღირსეულად!

ამნისტია კი, „ოცნებას“ და იმ ჩინოვნიკებს სჭირდებათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა და არა ნიკა მელიას!

ნიკა მელიაა სწორედ ის ადამიანი, ვინც საკუთარი თავისუფლების, ჯანმრთელობის ფასად დაუბრუნა ღირსება იმ ოპოზიციას, რომელმაც 8 მარტის მერე ყველაფერი ჩააფლავა” ,- განაცხადა ჭიჭინაძემ.