კალაძე “ოცნებიდან” 13 დეპუტატს გამოიყვანს და უმრავლესობას დაშლის

კალაძე "ოცნებიდან" 13 დეპუტატს გამოიყვანს და უმრავლესობას დაშლისკახა კალაძე, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ღიად გამოაცხადებს საკუთარ გადაწყვეტილებას და “ქართული ოცნებიდან” წავა. ამ მძიმე გადაწყვეტილების მისაღებად კი როგორც ჩანს თბილისის ჯერ კიდევ მოქმედმა მერმა დუბაის ლაჟვარდოვანი სანაპირო შეარჩია, სადაც ის, ოფიციალური ვერსიით, ოჯახთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა.

მაგრამ “შაბათის მთავარმა” გაარკვია, რომ კახა კალაძემ თბილისი კერძო თვითმფრინავით, ჩარტერული რეისით დატოვა. ამავე რეისის მგზავრები ასევე იყვნენ მისი უახლოესი მეგობრები – ბიზნესმენი ივლიანე წულაია და დეპუტატი ლევან კობიაშვილი. როგორ ჩანს, დუბაის ოქროს სანაპირო ის ადგილია, სადაც “ოცნების” დაშლა – საბოლოოდ გაფორმდება.

პარლამენტში სულ მცირე 13 დეპუტატი მისი სამეგობროა.

“მთავარ არხს” წყარო უყვება, რომ კახა კალაძე დუბაის ვოიაჟიდან დაბრუნების შემდეგ, მმართველი პარტიიდან წასვლაზე განაცხადს მალევე გააკეთებს. თუ მოქმედ მერს მისი თანაგუნდელები გაჰყვებიან, “ქართულ ოცნებას” 84 დეპუტატიდან საკანონმდებლო ორგანოში 71 დეპუტატი დარჩება და საპარლამენტო უმრავლესობის სტატუსს დაკარგავს.