პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის საათის” ფორმატში ჯანდაცვის მინისტრის მოსმენა გადაიდო. ბიუროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, ეკა ტიკარაძე პარლამენტის წინაშე, გაწეული მუშაობის ანგარიშით მიმდინარე სასესიო კვირას უნდა გამოსულიყო. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, შემოსულია მინისტრის წერილი მოსმენის მომდევნო სასესიო კვირაში გამართვის შესახებ. “უნდა დავთანხმდეთ, რადგან მას გარკვეული არგუმენტები გააჩნია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ. […]
კატეგორია: პოლიტიკა
დავით ჭიჭინაძე – „ღარიბაშვილი კობახიძის დაკრულზე არ იცეკვებს“
„ტრიბუნის“ დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ოცნებაში” ირაკლი კობახიძის პოზიციები დასუსტდა: – ღარიბაშვილი კობახიძის დაკრულზე არ იცეკვებს და მის მიერ შედგენილი სიით არ ივლის, რომ მხარდაჭერა ითხოვოს. ეს ღარიბაშვილისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იქნება, მით უმეტეს, რომ პარტიის რიგით წევრებს შორის ღარიბაშვილს გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე კობახიძეს. – თუმცა პარტიაში დასაყრდენი კობახიძესაც ხომ […]
ირაკლი კობახიძეს “ოცნებიდან” უშვებენ – პარტიაში მის ადგილს ღარიბაშვილი დაიკავებს
შესაძლოა, ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნებიდან” წავიდეს. “მთავარ არხს” პოლიტიკურ კულუარებში უდასტურებენ, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტი მალე ვაკანტური გახდება. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ამბობენ ინფორმირებული წყაროები და მისი აღსრულებისთვის მხოლოდ დროა საჭირო. შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული თვმჯდომარე სავარაუდოდ საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს და ამ გადაადგილების მიზეზი დღეს არსებული პოლიტიკური ჩიხია. ჩვენი ინფორმაციით, ოპოზიციასთან უშედეგოდ დასრულებულმა მოლაპარაკებებმა და დასავლელი […]
ირაკლი ჯინჭარაძე ბათუმის ბულვარის დირექტორობიდან მოხსნეს
ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” ირაკლი ჯინჭარაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, ხელისუფლებამ მასზე შური იძია. ირაკლი ჯინჭარაძე ამბობს, რომ გათავისუფლების შესახებ ცნობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ჯერ არ მიუღია. „თანამდებობიდან გათავისუფლება, რა თქმა უნდა კავშირში არის ჩემს განცხადებასთან, რომელიც „ლემერიდიანთან“ დაკავშირებით გავაკეთე. ეს არის მათი დასასრულის დასაწყისი. მე სამსახურს ვნახავ, […]
“გირჩს” ცოტა არეული აქვს – გია ვოლსკი
უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი გირჩის მიერ ჩამოთვლილ 7 პუნქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ შეიძლება იაგო ხვიჩიას განცხადებაზე აიგოს ხელისუფლების პოზიცია: “გირჩს ცოტა არეული აქვს, თავისი ფუნქციები, ჩვენი ფუნქციები, უმრავლესობის, უმცირესობის ფუნქციები. შეიძლება, ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი, რომელიც მათ უჭერთ მხარს სწორედ ასეთი მოთხოვნებით გამოდის, მაგრამ არის უმრავლესობის პოზიციები, ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც მსჯელობა შეიძლება. არ […]
ქუთაისის ცენტრი პარალიზებულია – ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ქალაქში შევიდნენ
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა ნაწილმა პროტესტი ქუთაისში გააგრძელა. აქციის მონაწილეები ქალაქში ავტომობილებით მსვლელობას აწყობენ და უწყვეტი სიგნალებით მოქალაქეებს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეები ხეობაში შესვლის უფლებას და ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. ამ დროისთვის ქუთაისის ცენტრი პარალიზებულია.
ეკა ბესელია – “ვატო შაქარაშვილს ფული სჭირდებოდა და მისი ღირსება “ოცნებამ” გროშებად იყიდა”
იყიდეს იაფად იმისთვის, რომ ასე ილაპარაკოს, – ასე ეხმიანება ეკა ბესელია „უცნობის“ აქციის ორგანიზატორის ბრალდებებს. პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ვატო შაქარიშვილის ქმედებით გაოცებულია, რადგან მისი თქმით, სწორედ შაქარიშვილი იყო ის პირი, რომელიც მას პარტიიდან წასვლის შემდეგ გვერდში ედგა. ეკა ბესელია ვატო შქარიშვილს ღირსება გაყიდულს უწოდებს და ხელისუფლების დავალებების შესრულებაში ადანაშაულებს. “მე ვიცი, რომ მას ჰქონდა ფინანსური […]
„გირჩი“ მარიხუანის ლეგალიზაციას ითხოვს და სანაცვლოდ პარლამენტში შევა
იმ შემთხვევაში, თუ გირჩის მიერ წარმოდგენილი 7 პუნქტიდან ერთი მაინც დაკმაყოფილდება, პარტია ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და პარლამენტში შევა – განცხადებაში წარმოდგენილია ის საკითხები, რომლის გადაწყვეტასაც გირჩი მოითხოვს: „გირჩი“ ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და შევა საქართველოს პარლამენტში, თუ „ქართული ოცნება“ დათანხმდება ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და მოწესრიგებას. „ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად […]
ვარლამ გოლეთიანი – “ვითხოვთ, ნამახვანისკენ წასვლის საშუალება მოგვეცეს”
სოფელ გუმათში რიონის ხეობის მცველების პროტესტი გრძელდება, გზა სამართალდამცავებს რკინის ჯებირებით აქვს გადაკეტილი. აქტივისტები ითხოვენ, რომ სამართალდამცავებმა სოფელ ნამახვანში დაბრუნების უფლება მისცენ. “დაგვიბრუნდეს ჩვენი სამართლიანი უფლება იმის, რომ გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი კარვებში, როგორც ამას ვაკეთებდით 169 დღეა, იცით, რომ რაც ახალი დირექტორი მოვიდა ხეობაში, მერაბ ლომინაძე, იმის შემდეგ დაიწყეს რეპრესიული მოქმედებები ხელისუფლების ჩვენთან და პრაქტიკულად ეს […]
წულუკიანი – “ივანიშვილი მგელია”
ქართულ პოლიტიკაში, თუ დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდს ავიღებთ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ „მგელი“ ნამდვილად იყო, თუმცა მას „მელას“ უწოდებდნენ, ესაა შევარდნაძე, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ნოესთან“განაცხადა. „თუ უფრო აქეთ წამოვალთ, ვფიქრობ, რომ „პოლიტიკური მგელი“ იმ გაგებით, რომ სხვები მიაჩოჩ-მოაჩოჩა და სახელმწიფოს ინტერესი მაინც გადაარჩინა, სადაც დასჭირდა იბრძოლა, მერე […]










