ეკა ტიკარაძემ “ოცნებას” პარლამენტში მისვლაზე უარი უთხრა

ეკა ტიკარაძემ "ოცნებას" პარლამენტში მისვლაზე უარი უთხრაპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის საათის” ფორმატში ჯანდაცვის მინისტრის მოსმენა გადაიდო.

ბიუროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, ეკა ტიკარაძე პარლამენტის წინაშე, გაწეული მუშაობის ანგარიშით მიმდინარე სასესიო კვირას უნდა გამოსულიყო. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, შემოსულია მინისტრის წერილი მოსმენის მომდევნო სასესიო კვირაში გამართვის შესახებ.

“უნდა დავთანხმდეთ, რადგან მას გარკვეული არგუმენტები გააჩნია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

იპნ