ეკა ბესელია – “ვატო შაქარაშვილს ფული სჭირდებოდა და მისი ღირსება “ოცნებამ” გროშებად იყიდა”

ეკა ბესელია - "ვატო შაქარაშვილს ფული სჭირდებოდა და მისი ღირსება "ოცნებამ" გროშებად იყიდა"იყიდეს იაფად იმისთვის, რომ ასე ილაპარაკოს, – ასე ეხმიანება ეკა ბესელია „უცნობის“ აქციის ორგანიზატორის ბრალდებებს. პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ვატო შაქარიშვილის ქმედებით გაოცებულია, რადგან მისი თქმით, სწორედ შაქარიშვილი იყო ის პირი, რომელიც მას პარტიიდან წასვლის შემდეგ გვერდში ედგა.

ეკა ბესელია  ვატო შქარიშვილს ღირსება გაყიდულს უწოდებს  და ხელისუფლების დავალებების შესრულებაში ადანაშაულებს.

“მე ვიცი, რომ მას ჰქონდა ფინანსური პრობლემები ცოტა ხნის წინ და როგორც ჩანს, მისი კომფორტი და მისი ასეთი გაყიდვა სულის იყიდეს იქ, სადაც ამისთვის გროშებს უხდიან „ქართულ ოცნებაში“. ის ჩემს ოჯახში შემოდიოდა, ჩემს ირგვლივ ტრიალებდა და ვინ, ვინ და მან კარგად იცის, რომ დედამიწაზე არ არსებობს არავინ, სააკაშვილი ვინ არის, ვისაც ჩემზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია და რამე გამაკეთებინოს. ეს მან იცის. უბრალოდ, იყიდეს იაფად იმისთვის, რომ ასე ილაპარაკოს. პატარა ბიჭმა ჯერ ვერც კი მოასწრო პოლიტიკაში გააზრება, ისე დაასრულა და ალბათ რაღაცა გროშებად გაიყიდა ახლა მისი ღირსება, – ამბობს ბესელია.
ვატო შაქარიშვილი ოპოზიცონერ ლიდერებს თავს მას შემდეგ დაესხა, რაც მათ უცნობის აქცია გააკრიტიკეს. ის მათ რევანშისტული ძალების ბალასტად მოიხსენიებს. მისი მტკიცებით, ეს ადამიანები სააკაშვილის დავალებების შემსრულებლები არიან.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ „უცნობის“ აქციის ორგანიზატორი ხელისუფლების დავალებებს ასრულებს.

ტვ პირველი