ქუთაისის ცენტრი პარალიზებულია – ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ქალაქში შევიდნენ

ქუთაისის ცენტრი პარალიზებულია - ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ქალაქში შევიდნენნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა ნაწილმა პროტესტი ქუთაისში გააგრძელა.

აქციის მონაწილეები ქალაქში ავტომობილებით მსვლელობას აწყობენ და უწყვეტი სიგნალებით მოქალაქეებს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეები ხეობაში შესვლის უფლებას და ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

ამ დროისთვის ქუთაისის ცენტრი პარალიზებულია.