ქართული ოცნების წევრი, შალვა პაპუაშვილი კორონავირუსის გავრცელებაში ნაწილობრივ ოპოზიციასაც ადანაშაულებს. მისი თქმით, ოპოზიცია პანდემიას არასერიოზულად უყურებს, რაც გამოიხატება 15 მაისს დაგეგმილ აქციაში, ხოლო საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც რეგულაციების პარალელურად იმართება, ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას. “ჩვენი ოპონენტების სიტყვა არ დაიჯერება. ისინი ტყუილს ტყუილზე ამატებენ. რაც შეეხება პანდემიას – მათი დამოკიდებულება პანდემიის სერიოზულობისადმი ცნობილია, მათ შორის, 15 მაისს დაგეგმილი მიტინგიდან გამომდინარე. ამ პროცესში ვნახეთ […]
კატეგორია: პოლიტიკა
ვაშაძე და ჩარკვიანი „ოცნებასთან“ ცალკე მოლაპარაკებებს გამართავენ
“ქართულ ოცნებასთან” ინდივიდუალური მოლაპარაკებებისთვის ოპოზიციის ნაწილი ემზადება. გუშინ ცნობილი გახდა, რომ შეხვედრას მმართველ პარტიასთან “გირჩი” გამართავს, დღეს კი “ოცნების” დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ სახელისუფლებო გუნდი “სტრატეგია აღმაშენებელთან” მოლაპარაკებებისთვისაც ემზადება: “დარჩენილია ფანჯარა ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან, რომელთანაც ერთი-ერთზე გაგრძელდება მოლაპარკების პროცესი და ჩვენ გვჯერა და გვაქვს ოპტიმიზმი, რომ მოხდება შეჯერება რიგ საკითხებზე და ისინი იქნებიან […]
ნიკა მელია რეიტინგით ბიძინა ივანიშვილს უსწრებს – სრი-ს კვლევა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (სრი) კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსთა რეიტინგი ასე გამოიყურება: გიორგი გახარია – 65% კახა კალაძე – 54% დავით ბაქრაძე – 52% ნიკა მელია – 42% ბიძინა ივანიშვილი – 40% გიორგი ვაშაძე – 39% დავით უსუფაშვილი – 36% არჩილ თალაკვაძე – 33% ირაკლი კობახიძე – 33% სალომე ზურაბიშვილი – 31% გიგი უგულავა – 29% შალვა […]
„ოცნება“ კობახიძეს ღარიბაშვილით შეცვლის, კალაძე მილანში მიდის?!
„ფორმულას“ ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე, შესაძლოა, მოქმედმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლოს. წყარო „ფორმულას“ უყვება, რომ ამ ცვლილების იდეის ავტორი თავად ბიძინა ივანიშვილია. „ფორმულას“ ცნობით, ივანიშვილმა კობახიძეს პოსტიდან წასვლა თებერვალში მოსთხოვა, ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნიდან მალევე. „ფორმულას“ კიდევ ერთი ინფორმაციის თანახმად, პარტიის დატოვებას თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე აპირებს. ჩვენი ცნობით, მერი არამხოლოდ […]
“გახარიას მაღალი რეიტინგი დიდი ტყუილია – 200.000 ლაიკი ფეისბუქში 700 დოლარი ღირს”
ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” პოლიტიკაში გიორგი გახარიას სანსებზე საუბრობს. – რა შანსები აქვს გახარიას? – რაზე დაყრდნობით ამბობენ ადამიანები, რომ გახარიას აქვს მაღალი რეიტინგი, 200 ათასი ლაიქიდან გამომდინარე, რომელიც მის ფეისბუქფოტოზე ვიხილეთ?! 200 ათასი ლაიქის გაკეთება ფეისბუქში ჯდება 500-დან 700 დოლარამდე. – ფულს იხდიან? – აბა რას შვრებიან! ამ ტროლებზე, ბოტებზე და ასე შემდეგ უამრავი […]
ირაკლი ქადაგიშვილი – “ოპოზიციას მელია მძევლად ჰყავს აყვანილი”
გააგრძელებს თუ არა ვინმე მოლაპარაკებას – არჩევანი გასაკეთებელი აქვთ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც 6 თვეა ვერ გარკვეულან, საით არიან, საქართველოსკენ არიან, ეშმაკისკენ, თუ რუსეთისკენ, ქვეყნის სტაბილური განვითარება უნდათ თუ დესტაბილიზაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ოპოზიციის ძალიან რადიკალური ფრთა არანაირად არ არის თანახმა არანაირი შეთანხმების მიღწევაზე. მათი სურვილი არის ერთადერთი, რომ ხელისუფლების ცვლა მოხდეს […]
“სალომე ზურაბიშვილი რურუას შეწყალების წინააღმდეგია” – გიორგი ვაშაძე
“სტრტეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე “ახალ თაობასთან” გიორგი რურუას შეწყალების საკითხზე საუბრობს. – “ოცნება” თავიდანვე აცხადებდა, რომ რურუასა და ვადამდელი არჩევნების თემა კატეგორიულად არ განიხილებოდა. – რურუას თემაში ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული როლი ითამაშა, უფრო ზუსტად, ათამაშებინეს, საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც არაერთხელ შეხვდა ევროპული მხარე და, სამწუხაროდ, ის ვერ მივიდა იმ საკითხამდე, რომ რურუა შეიწყალოს და ამით […]
ნიკა მელია – „გახარია თუ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას, უნდა თქვას ვინ დათხარა 20 ივნისს თვალები?!“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით. როგორც მელია ამბობს, მთავარია ადამიანი პოლიტიკაში კი არ დასაქმდეს, რეალურად იყოს პოლიტიკოსი. „გახარია თუ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას, უნდა თქვას, უნდა მოვისმინო, ქვეყანას ოლიგარქი მართავს თუ არა, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველია, ვის ექვემდებარება? სუს-ის […]
გახარია თბილისის მერობას აპირებს – კალაძე ისრაელში მიდის?
“შაბათის მთავარის” ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი გახარია თბილისის მერობისთვის ბრძოლას აპირებს. გიორგი გახარიას დაგეგმილი კამპანია აქვს. წინასწარ იცის სად, როდის, როგორ და ვისთან ერთად გამოჩნდეს. მედიასთან მისი ყოველი გამოსვლაც გათვლილია. ასე იყო ძმები არველაძეების მოცვის პლანტაციაში მისი სტუმრობაც. “მთავარის” ინფორმაციით, მთავარი ოპოზიციური ლიდერის სპეცოპერაციით დაკავების შემდეგ პოლიტიკურ მოვლენებს გარიდებული კალაძე, რომლის პოზიციების შესახებ „ქართულმა ოცნებამაც“ კი არაფერი იცოდა […]
აფხაზეთი საქართველოა? – რა უპასუხა პოზნერმა ამ კითხვას რამდენიმე საათის წინ
საქართველოში სკანდალური ვიზიტის შემდეგ, “რუსთავი 2-მა” რუს შოუმენთან, ვლადიმერ პოზნერთან, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ: – თუ მეკითხებით ჩემი საქართველოში ვიზიტის თაობაზე, 3 დღის წინ უკვე დავწერე კიდეც, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარებს და ინტერვიუებს არ ვაკეთებ. – რატომ, ნაწყენი ხართ? – ნაწყენი არ ვარ, უბრალოდ უკვე ავხსენი, თუ რატომ არ მსურდა ამის გაკეთება. თუ […]










