აფხაზეთი საქართველოა? – რა უპასუხა პოზნერმა ამ კითხვას რამდენიმე საათის წინ

აფხაზეთი საქართველოა? - რა უპასუხა პოზნერმა ამ კითხვას რამდენიმე საათის წინსაქართველოში სკანდალური ვიზიტის შემდეგ, “რუსთავი 2-მა” რუს შოუმენთან, ვლადიმერ პოზნერთან, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

– თუ მეკითხებით ჩემი საქართველოში ვიზიტის თაობაზე, 3 დღის წინ უკვე დავწერე კიდეც, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარებს და ინტერვიუებს არ ვაკეთებ.

– რატომ, ნაწყენი ხართ?

– ნაწყენი არ ვარ, უბრალოდ უკვე ავხსენი, თუ რატომ არ მსურდა ამის გაკეთება. თუ ჩემი განცხადება წაიკითხეთ, თქვენ ეს უნდა გესმოდეთ, თუ არ წაგიკითხავთ, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს საიტზე.

– ამ დრომდე განხილვის საკითხია თქვენი დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ვიმეორებ კითხვას – აფხაზეთი საქართველოა?!

– რაც შეეხება თქვენს შეკითხვას იმაზე აფხაზეთი, თუ საქართველოა, პირველ რიგში ეს განცხადება სამი წლის წინ გავაკეთე, არ მესმის, ამას რატომ მიუბრუნდნენ. ვფიქრობ, ამის მიზეზი საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკურ ბრძოლაა.

– თქვენ ამბოთბ, რომ ეს იყო სამი წლის წინ, ამიტომ საინტერესოა თქვენი აზრი ახლა, ყველას აინტერესებს – აფხაზეთი საქართველოა?

– მე მესმის, რომ ყველას აინტერესებს ამ საკითხზე ჩემი პოზიცია, თუმცა მე არ მაინტერესებს ამაზე საუბარი. პატივს ვცემ თქვენს დაჟინებას, თუმცა უნდა დაგემშვიდობოთ.

– აფხაზეთი საქართველოა?!

– რა, გინდათ ყურმილი გაგითიშოთ? მე გითხარით, რომ არ ვაპირებ ამ საკითხსი განხილვას.

– როგორ გაიგებს თქვენს დამოკიდებულებას ქართველი ხალხი?

– გასაგებად არ ვსაუბრობ?! არ ვაპირებ საკითხის განხილვას!