კატეგორია: პოლიტიკა

“გახარიას მომხრეები უმრავლესობას ვერ დაშლიან” – სოსო შატბერაშვილი

"გახარიას მომხრეები უმრავლესობას ვერ დაშლიან" - სოსო შატბერაშვილი

“მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილი “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ კახა კალაძე შეიძლება გაერთიანდეს გიორგი გახარიასთან: – მათი ახალი ძალა იქნება ივანიშვილის ფრთებქვეშ. ივანიშვილმა თვითონ გვითხრა, რომ 2024 წლისთვის “ქართულ ოცნებას” შეცვლის ჯანსაღი ძალა, “ოცნება” კი ოპოზიცია გახდება. – არსებობს ინფორმაცია, რომ გახარიას მომხრეები პარლამენტში დაშლიან პარლამენტის უმრავლესობას და შექმნიან ახალ რეალობას. – არა მგონია, გახარიას […]

“გირჩის სამეფოში საკუთარი ფული გვექნება და მეფეც გვეყოლება” – იაგო ხვიჩია

„მოფერებაზეც შემიძლია გადავიდე და ბულინგზეც, გააჩნია ვიზე რა გაჭრის” - იაგო ხვიჩია

„გირჩის“ სამეფოს ვაკეთებთ, სადაც ჩვენი ფულადი ერთეული გვექნება, დავის განმხილველი გვეყოლება, რომელიც ჩვენ შორის კონფლიქტებს მოაგვარებს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მისივე თქმით, „გირჩის“ სამეფო თავისუფალი ადამიანების სივრცეა, რომლის მეფე ჰერმან პირველი საბოა. „ფიზიკურად დავიღალეთ და რაღაც გვინდა დავამთავროთ. თუ შეთანხმდებით, კი ბატონო, შემოგიერთდებით, მაგრამ თუ ვერ […]

გიორგი გახარია ხარებას გორის ეპარქიაში შეხვდა

გიორგი გახარია - "პოლიტიკიდან არ წავსულვარ, მალე შევხვდებით"

გიორგი გახარიას კიდევ ერთი მოულოდნელი ვიზიტი. ყოფილი პრემიერი, რომელიც პოსტიდან წასვლის შემდეგ პოლიტიკურ კარიერას აგრძელებს, 7 აპრილს, ხარება დღეს, გორის ეპარქიაში გამოჩნდა. გიორგი გახარია მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას რეზიდენციაში ესტუმრა. მასთან ერთად იყვნენ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები და უახლოესი გარემოცვის წევრები კოტე ანანიაშვილი, კახა საბანაძე და გიორგი ხოჯევანიშვილი. ვიზიტს არავინ უარყოფს, თუმცა რაზე ისაუბრეს მიტროპოლიტმა, რომელიც პატრიარქობის […]

ქუთაისის მერი გადადგომას არ აპირებს

ქუთაისის მერი გადადგომას არ აპირებს

“ჟურნალისტებს ჩემთან, როგორც ქუთაისის მერთან, კომუნიკაცია დიდხანს მოგიწევთ” – ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა. შეკითხვაზე, მართალია თუ არა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის თანამდებობას ტოვებს, პასუხობს, რომ მუშაობას განაგრძობს და მისი წასვლის შესახებ გუნდში მსჯელობა არ ყოფილა. “გირჩევთ, ფეიკნიუსებსა და არაკომპეტენტურ ონფორმაციაზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ, ვაგრძელებ მუშაობას. მინდა, თქვენთან ერთად გავაშუქო, რაც ქალაქში […]

“გახარიას 20 ივნისის შემდეგ თბილისი არ მიიღებს” – ლევან ალაფიშვილი

გახარია - "დავუბრუნდი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!"

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიოროგ გახარიას პოლიტიკურ მომავალზე საუბრობს. – რას იტყვით გახარიას დაბრუნებაზე? – სიახლე ნამდვილად სჭირდება ქართულ პოლიტიკას, მაგრამ არა არსებული თუ ყოფილი პოლიტიკოსების ხელახალი დაბრუნებით. პრემიერობიდან გაშვება და ხელახლა პრემიერად დაბრუნება, არა მგონია, იყოს გამოსავალი. გახარიას პოლიტიკაში დარჩენა ბევრ რამეზე იქონიებს გავლენას. სრულიად მარტივ მაგალითს გეტყვით: ის იყო პრემიერი და […]

ირაკლი კობახიძე – “გახარია საერთოდ არაა აქტუალური, ის პრობლემებს ვერ შეგვიქმნის”

ირაკლი კობახიძე - "გახარია საერთოდ არაა აქტუალური, ის პრობლემებს ვერ შეგვიქმნის"

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინდივიდუალური რეიტინგი, „ქართული ოცნების“ გარეშე, შესაძლოა გაცილებით ნაკლები იყოს. „როდესაც კვლევა, საველე სამუშაოები ტარდებოდა, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი იყო. ბუნებრივია, ასეთ დროს პარტიის რეიტინგი ეხმარება პერსონალურ რეიტინგს. გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრს მაღალი რეიტინგი ჰქონდა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა კვლევამ“, – განაცხადა კობახიძემ. […]

ლაშა ნაცვლიშვილმა საქართველო დატოვა – რატომ მისცეს მას ხელშეუხებლობის გარანტია

ლაშა ნაცვლიშვილი - "ფარულ შეხვედრებს ხალხმრავალი კაფეების ღია ვერანდებზე ვმართავ"

გაიქცა თუ არა ქვეყნიდან ლაშა ნაცვლიშვილი? – გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ყოფილმა იდეოლოგმა, საქართველო დატოვა და შვეიცარიაში გაემგზავრა, თუმცა, უცნობია, აპირებს თუ არა ის ისევ უკან დაბრუნებას. სავარუდოდ, ლაშა ნაცვლიშვილი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია, რის გამოც მას გარკვეული დროით პასპორტიც ჩამოართვეს. ირკვევა, რომ ქართულ ოცნებაში გარდა ფარული ჩანაწერების გავრცელებისა, […]

სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს - "თუ არ გესმით ქართული, ეს თქვენი პრობლემაა!"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რისკების თავიდან აცილების მიზნით, პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია. “აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში პრემიერთან კონტაქტის გამო გადავიდა. ცნობისთვის, […]

„შეგვეშინდა რაიმე უაზრო სკანდალში არ გავხვეულიყავით და “ოცნებასთან” საერთოდ არ გვინდა შეხვედრა” – ვახტანგ მეგრელიშვილი

„გვინდა, ამ პოლიტიკურ სპექტაკლს ცივსისხლიანად დავაკვირდეთ“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდთან საუბრის სურვილი პარლამენტში შესვლაზე მზაობას არ ნიშნავს. “თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ პარლამენტში ვაპირებთ შესვლას და მაგიტომ მეკითხებით. ყველას ველაპარაკებით, აბსოლუტურად ყველას. ისეთი დიდი ინტერესი იყო დღეს მედიასაშუალებების მხრიდან, რომ შეგვეშინდა რაიმე უაზრო სკანდალში არ გავხვეულიყავით და საერთოდ არ გვინდა შეხვედრა. ახლა, სინამდვილეში, მთავარი […]

“ღარიბაშვილს ფინანსთა მინისტრად რომან გოცირიძე უნდა დაენიშნა” – სოსო ცინცაძე

სოსო ცინცაძე - "ბესელიას უსამართლოდ მოექცნენ"

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის გადადგომას თქვენ რას უკავშირებთ? ოპოზიცია ამბობს, პოლიტიკური კი არა სახელისუფლო კრიზისია ქვეყანაში. – ძალიან სიმბოლურია ფინანსთა მინისტრის წასვლა ლარის კურსის გათვალისწინებით. მთელ მსოფლიოში ფინანსთა მინისტრი პირდაპირ ეროვნულ ვალუტასთან არის მიბმული. შეუძლებელია, ეროვნული ვალუტა ამ დღეში იყოს და […]