“სალომე ზურაბიშვილი რურუას შეწყალების წინააღმდეგია” – გიორგი ვაშაძე

"სალომე ზურაბიშვილი რურუას შეწყალების წინააღმდეგია" - გიორგი ვაშაძე“სტრტეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე “ახალ თაობასთან” გიორგი რურუას შეწყალების საკითხზე საუბრობს.

– “ოცნება” თავიდანვე აცხადებდა, რომ რურუასა და ვადამდელი არჩევნების თემა კატეგორიულად არ განიხილებოდა.

– რურუას თემაში ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული როლი ითამაშა, უფრო ზუსტად, ათამაშებინეს, საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც არაერთხელ შეხვდა ევროპული მხარე და, სამწუხაროდ, ის ვერ მივიდა იმ საკითხამდე, რომ რურუა შეიწყალოს და ამით მარტივად გადაწყდეს ეს საკითხი.

ძალიან ვწუხვარ, პრეზიდენტს ეს ერთი შანსი ჰქონდა, რომ პოზიტიური როლი შეესრულებინა, მაგრამ ის ამ როლს არ ასრულებს და, პირიქით, დესტრუქციულად იქცევა.

– რატომ არ შეიწყალა?

– როგორც ჩვენ გვეუბნებიან, ის პერსონალურად არის წინააღმდეგი რურუას შეწყალების და ამიტომაც არ არის ეს საკითხი ამ დოკუმენტში. ეს არის ძალიან ცუდი, პირდაპირ ვიტყვი, სამარცხვინო, იმიტომ, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, ეს არის მარტივი აქტი, რომლითაც შესაძლებელია, ეს პოლიტიკური თემა დაიხუროს. როცა შენ ამის მთავარი წინაღობა ხდები, შენ ხარ სამარცხვინო ასეთ შემთხვევაში.

ძალიან ვწუხვარ, რომ ეს გზა აირჩია სალომე ზურაბიშვილმა, რომლის მიმართ არასდროს სიმპათია არ მქონია და კიდევ უფრო მეტი ანტიპათია გამიჩნდა. სხვებს მოუწოდებს კომპრომისისკენ და თვითონ ერთ ნაბიჯს არ დგამს იმისთვის, რომ ეს კომპრომისი მოხდეს.

ნონა ცაბაძე