კატეგორია: პოლიტიკა

გოგი წულაია თბილისში გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად იყო ჩამოსული

გოგი წულაია თბილისში გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად იყო ჩამოსული

გოგი წულაიას საქმეში თავიდანვე გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ გოგი წულაია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად მიდიოდა და მეგობარ ქალბს შეხვედრაზე გაყოლა სთხოვა. „ვერსიამ“ გოგი წულაიას ადვოკატ ვალერი გელბახიანს მიმართა: _ გოგი წულაია მიდიოდა გიორგი მარგველაშვილის სანახავად და ამ ქალმა სთხოვა, მეც წამოვალო. რომ ჩამოვიდნენ, საღამოს 8 საათი იყო და აზრი არ ჰქონდა გასვლას, ერთ საათში […]

“კალაძეს ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა შეუძლია”

კალაძე - "ივანიშვილს ძალაუფლება არ სჭირდება"

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე “ახალ თაობასთან” კახა კალაძის პოლიტიკურ მომავალზე საუბრობს. – მუდმივად არის საუბარი, რომ კალაძეს უნდა წასვლა “ოცნებიდან”, მაგრამ კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ და გუნდი არ აძლევს ამის შესაძლებლობას. ასეთი მოსაზრებაც იყო, რომ ბერა მფარველობს და ა. შ. თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ? – მე ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი ის ფიგურაა, რომელიც შედარებით დამოუკიდებელია “ქართულ […]

ოპოზიცია საგანგებო რეჟიმზე გადადის – “შევალთ ყველა ოჯახში”

ოპოზიცია საგანგებო რეჟიმზე გადადის - "შევალთ ყველა ოჯახში"

„დღეიდან ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ოპოზიცია 15 მაისს რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბება. „დღეიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გეგმაზე, რაც თვალისწინებს იმას, რომ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და დავარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას, […]

“გირჩი” „ოცნებასთან” მოლაპარაკებას იწყებს – “უნდა გავარკვიოთ, რა მასშტაბის შარში ვართ”

„გვინდა, ამ პოლიტიკურ სპექტაკლს ცივსისხლიანად დავაკვირდეთ“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

პარტია “გირჩის” წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებასთან” ინდივიდუალური მოლაპარაკებები გაგრძელდება. “უნდა გავარკვიოთ, რა მასშტაბის შარში ვართ, როგორც მინიმუმ, უკვე ნაკლები იმედი გვაქვს, რომ ფასილიტატორები გადაწყვეტენ ჩვენს პრობლემას. უნდა შევეცადოთ მოვიფიქროთ გამოსავალი, თუ ამ ქვეყანაში არაფერი გამოდის მერე ნამდვილად არ ვიცი… “ქართულ ოცნებას” შევუთანხმდით და მათთან, უშუალოდ, დავიწყებთ საუბარს,”-აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა “დღის კურიერში”.

თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა

თეა წულუკიანი ნიკა მელიას - "ბიძიკო, გმირად ვერ ჩამოყალიბდები!"

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა, თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება. პრემიერ-მინისტრის ბრძანებითვე, მიხეილ ჩხენკელი, დღეიდან, დანიშნულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.

ელისაშვილი – “ოცნება” ვადამდელ არჩევნებზეც თანახმა იყო, მაგრამ ოპოზიციამ მოლაპარაკება ჩაშალა”

ელისაშვილი - "ოცნება" ვადამდელ არჩევნებზეც თანახმა იყო, მაგრამ ოპოზიციამ მოლაპარაკება ჩაშალა"

“მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ოპოზიციამ ჩაშალა. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა წინადადება, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებზე აიღებდა 40%-ზე ნაკლებ ხმას, 2020 წელს ვადამდელი არჩევნებს დანიშნავდა, რაზეც ოპოზიცია არ დათანხმდა. “არის უბრალოდ გამაოგნებელი ამბავი, როდესაც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი, პირდაპირ წერია, პოლიტიკური მართლმსაჯულების; მათ შორის, პროკურატურის; მთავარი […]

“ოცნება” ახალ არჩევნებში 2020-ში აღებული ხმების ნახევარსაც ვეღარ მიიღებს” – გიგა ბუკია

გიგა ბუკია - "20 ივნისის ღამეს ხალხის დაშლა არ იგეგმებოდა"

კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბუკია “ახალ თაობასთან” ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე საუბრობს. – გამოითქმის ვარაუდი, რომ გიორგი გახარიას შეუამხანაგდება კახა კალაძე და ისინი ერთად შექმნიან ახალ პოლიტიკურ ცენტრს. – კალაძე ჯერ “ქართულ ოცნებაშია”. მას არ შევეხები. ჩამოაყალიბებს თუ არა ახალ ძალას გიორგი გახარია? ჩვენთან მსხვილი ძალა ყალიბდება ხელისუფლებისაგან. ნაციონალური მოძრაობა შეიქმნა მოქკავშირისაგან. დღეს ნაციონალური […]

დანიელსონი – “ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა, მე ბრიუსელში ვბრუნდები”

დანიელსონი - "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა, მე ბრიუსელში ვბრუნდები"

ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეთანხმება ვერ შედგა. პოლიტიკური კრიზისის მოგვარება პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა “ოცნებისა” და ოპოზიციის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სერიოზულად განიხილავენ ქვეყანაში კრიზისის აღმოფხვრის გზებს. ჩართული ვიყავი ამ ინტენსიურ მოლაპარაკებებში, როგორც პრეზიდენტ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი. ევროკავშირმა და აშშ-მ […]

ალეკო ელისაშვილი ლევან დავითაშვილს – “თქვენ ადგილზე თავის მოკვლაზე ვიფიქრებდი”

ელისაშვილი - "ხელისუფლება ოპოზიციისკენ აშკარად ნაბიჯებს დგამს"

არმიაში ასეთი წესი იყო, თუკი სარდლები ბრძოლას წააგებდნენ და ეს მათი დაშვებული შეცდომის ბრალი იყო, თავს იკლავდნენ ხოლმე – მე რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი ვყოფილიყავი, გერმანიას გამოეცხადებინა, ვისაც ჩვენს ბაღ-ბოსტნებსა და ყანებში მუშაობა გინდათ, აგერ განცხადება შეავსეთო და ორ დღეში 100 ათას კაცს შეევსო, ალბათ, თვითმკვლელობაზე ვიფიქრებდი, – ამ სიტყვებით დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა […]

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ ელისო ბოლქვაძე აირჩიეს

კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე ინიშნება?!

დეპუტატი ელისო ბოლქვაძე პარლამენტში ახალშექმნილი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ბოლქვაძე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და პარლამენტმა 80 ხმით დაამტკიცა. კულტურის სფერო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ფარგლებში შედიოდა, თუმცა “ქართულმა ოცნებამ“ კულტურის მიმართულების ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო. ამით პარლამენტში მე-16 კომიტეტი შეიქმნა.