“თურნავას მოხსნიან, მას ბევრი ცოდვა აწევს კისერზე” – ვაჟა ოთარაშვილი

"თურნავას მოხსნიან, მას ბევრი ცოდვა აწევს კისერზე" - ვაჟა ოთარაშვილიპოეტი ვაჟა ოთარაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ნამახვანჰესის” პროექტზე  საუბრობს.

– ხელისუფლებამ თურქებთან კაბალური ხელშეკრულება დადო, რომელიც 99 წლით, 576 ჰექტარი მიწის გადაცემას ითვალისწინებს 121 ლარად.

ხელშეკრულება აშკარა კორუფციულ ნიშნებს შეიცავს, რომელსაც ხელს აწერენ ყოფილი პრემიერი გახარია, ეკონომიკის მინისტრი თურნავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავითაშვილი.

– ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ თურნავა სათადარიგო გასასვლელიდან გავიდა, რასაც ხალხის აღშფოთება მოჰყვა. გამორიცხავთ თურნავას გადაყენებას?

– ხელისუფლება ჩიხშია შესული. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ თურნავა განტევების ვაცი აღმოჩნდეს და ის თანამდებობიდან გადააყენონ. თურნავას საკმაოდ დიდი ცოდვები ადევს კისერზე, მაგრამ მხოლოდ მისი წასვლა არ იქნება საკმარისი. თანამდებობა უნდა დატოვოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავითაშვილმაც. ასევე, თანამდებობები უნდა დატოვონ მოადგილეებმაც ხანიშვილმაც და პავლიაშვილმაც, რომლებიც ქართული მიწების სარფიანად გაყიდვაზე საუბრობენ.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა