მე არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს დანაპირებს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსული ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. “მართალია, რომ საქართველოში მე მაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა. გამოკითხვების მიხედვით, 60-დან 70%-მდე საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ მე დავბრუნდე. ამასთანავე, ნიკა მელიას […]
კატეგორია: პოლიტიკა
ანზორ მელია – „ამ აქციიდან ნიკას მინდა ვუთხრა – ბრძოლა ბოლომდე! “
აქციაზე მყოფი ადამიანები მოითხოვენ თავისუფლებას – ბრძოლა ბოლომდე! – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას მამამ ანზორ მელიამ პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს ადამიანები ციხეში ჩასვას, მაგრამ ამას ისინი არ შეეგუებიან. “დღეს ჩემ სათქმელზე პასუხი გაცემულია. პასუხი არის ის ხალხი, ვინც აქ იმყოფება. აქციაზე მყოფი ადამიანები მოითხოვენ თავისუფლებას. ივანიშვილს სურს ჩაგვსვას […]
“ვარ ციხეში, მაგრამ ვარ თავისუფალი, თავისუფლებით არ ვაჭრობენ“ – ნიკა მალიას წერილი ციხიდან
უწყვეტი პროტესტი დედაქალაქის ცენტრში – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას წერილი წაუკითხა, რომელიც დაკავებულმა ლიდერმა ციხიდან გამოგზავნა.მელია ამბობს, რომ მისგან “თავისუფლების ქირა” და ხარკი მოითხოვეს, მან მთავრობას უთხრა, რომ “თავისუფლებით არ ვაჭრობენ, თავისუფლება უნდა მოიპოვო”. “მოგესალმებით თანამებრძოლებს მეგობრებს და თავისუფლებნის მოყვარე სრულიად ქართველ ხალხს. მოგესალმებით და მიხარია, […]
“ჯარისკაცები ხალხის წინააღმდეგ არ წავლენ” – სამხედროებს ტელევიზორები ჩამოართვეს?
ხელისუფლება ჯარზე კონტროლს კარგავს – “ნიუპოსტისთვის” მოწოდებული ექსკლუზიური ინფორმაციით, სამხედროები გამკაცრებულ კონტროლზე აიყვანეს. მიზეზი ქვეყანაში არსებული ოპოზიციური მუხტია, რომელიც საზოგადოებას ხელისუფლების მიმართ აქვს. წყარო სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადიდან “ნიუპოსტს” უყვება, რომ თავდაპირველად ჯარისკაცებს საინფორმაციო გამოშვების ყურება აუკრძალეს, ბოლოს კი ტელევიზორი საერთოდ ჩამოართვეს. ზემდგომებს მიზეზი არ განუმარტავთ, თუმცა, სამხედროები ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებს […]
გია ხუხაშვილი – “პოლიცია ღარიბაშვილსაც დაიჭერს”
ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ხელისუფლება აბსურდულ ვითარებაშია: – მელიასთვის არავის არაფერი მიუსჯია. თეორიულად ჯერ კიდევ შეიძლება, რომ მელია გამართლდეს ამ საქმესთან დაკავშირებით. ის არ არის მსჯავრდებული. ამიტომ, როდესაც ადამიანს ასეთი პომპეზურობით იჭერ და, მით უმეტეს, როდესაც ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარეა, რა თქმა უნდა, საქმე პოლიტიკურია. ტაქტიკური მარცხი განიცადა ხელისუფლებამ. იმაზე აღარაფერს […]
მამუკა მდინარაძე – “მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ”
ალტერნატივა არ აქვს, არც დიალოგს, არც მოლაპარაკებას და არც კანონის უზენაესობას – მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანამ რომ განაგრძოს დემოკრატიული, სტაბილური განვითარება პასუხისმგებლობა ოპონენტებმაც უნდა გაიზიარონ. „რა თქმა უნდა, ჩვენ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შევეხეთ. […]
ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგარეო მინისტრები – “ნიკა მელიას დაკავებით შეშფოთებულნი ვართ”
ლიეტუვის საელჩომ საქართველოში ფეიბუქის გვერდზე ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. მათი შეფასებით, ნიკა მელიას დაკავება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობისთვის ძირის გამოთხრის რისკს ქმნის. “ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას იმოქმედონ თავშეკავებულად, დეესკალაცია გაუწიონ სიტუაციას და მოძებნონ […]
ღარიბაშვილი – “ვახო სანაიას ოჯახზე თავდამსხმელები მთელი სიმკაცრით დაისჯებიან”
პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ ძალადობას გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილი გმობს ყოველგვარი ძალადობას და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იქნება ადეკვატური. “მსურს გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას. ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის […]
“გახარია, ივანიშვილის დახმარებით, ოპოზიციურ პარტიას შექმნის” – რამაზ საყვარელიძე
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ გახარიამ შეიძლენა მესამე ძალა შექმნას: – ამ ტიპის პოლიტიკურ კონფიგურაციაზე უკვე შეიძლებოდა ფიქრი ივანიშვილის გამოსამშვიდობებელი ინტერვიუს შემდეგ. ოპოზიცია ახალი შემადგენლობით – თითქოს ამ ინტერვიუს გზავნილიც ეს იყო. მართალია, კოლმეურნეობის თავმჯდომარის სახელი და გვარი არ უთქვამს, მაგრამ რთული მისახვედრი არ არის, რომ ასეთ დროს ფსონს რეიტინგულ ფიგურაზე დებენ. […]
“საგარეჯოში არაბეთის მოქალაქემ 10 ჰექტარი მიწა იყიდა” – ნიკოლოზ მჟავანაძე
უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ საგარეჯოში არაბეთის მოქალაქემ, მოჰმოუდ სამი ბადავი მოჰამედმა 10 ჰექტარი მიწა იყიდა: – მაქვს ამონაწერი რეესტრიდან, რომელიც ამ ინფორმაციას ადასტურებს. ეს 10 ჰექტარი მიწა მან დაყო ნაწილ-ნაწილ. იქ მთელი ქალაქი კეთდება. არაბეთის მოქალაქეებზე უნდა გასხვისდეს ეს მიწები და უნდა ააშენონ იქ სახლები. საგანგაშოა ეს ყველაფერი და ამაზე არავინ […]










