სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ხოჯევანიშვილმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დღეს დატოვა. ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე 2019 წელს დაინიშნა.
კატეგორია: პოლიტიკა
ღარიბაშვილი – “ვადამდელი არჩევნების საფუძველი არ არსებობს”
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი წითელი ხაზია. “ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება და მე ეს გუშინ შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არ არსებობს ქვეყანაში,” […]
პარლამენტთან აქციის 7 მონაწილე დააკავეს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, 7 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის, ადმინისტრაციული წესით 7 პირია დაკავებული. „ამ დროისთვის დაკავებულია 7 ადამიანი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს“, – აცხადებენ უწყებაში. ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ […]
პარლამენტთან ბესო გაზდელიანი დააკავეს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები იმყოფებიან, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესო გაზდელიანი დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” მოძრაობა “საქართველოსთვის” აქტივისტმა რუსკა მჭედლიძემ განუცხადა, გაზდელიანი პოლიციამ პარლამენტთან მაშინ დააკავა, როცა ის აქციაზე მოდიოდა. მისი თქმით, დაკავების მიზეზი მისთვის უცნობია. “მიზეზი ვერ გავიგე, გაზდელიანი ჩვეულებრივად მოიპარეს”, – განაცხადა რუსკა მჭედლიძემ. პარლამენტთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ადგილზე შეკრებილები სკანდირებენ: „მონებო“. როგორც ცნობილია, […]
პრეზიდენტის სასახლეში ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს
ორბელიანების სასახლეში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები და მმართველი გუნდის წევრები. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრა შესთავაზა. როგორც მან აღნიშნა, “დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე”. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი მზადყოფნა გამოთქვა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, […]
ამირან გამყრელიძე თანამდებობას დატოვებს
არსებული ინფორმაციით, დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე უახლოეს დღეებში თანამდებობას დატოვებს. ამირან გამყრელიძეს ეს ინფორმაცია თავად არ დაუდასტურებია. ამ დრომდე კი კიდევ უცნობია, როდის შემოვა ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები “კოვაქს” პლატფორმისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და ჯანდაცვის სამინისტროს ეკისრება, რადგან საჭირო დოკუმენტაციისა და აპლიკაციის სწორად შევსება ვერ მოახერხეს. […]
შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. შარლ მიშელს აეროპორტში საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალი საბანაძე დახვდნენ. ხვალ, პირველ მარტს შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის მათი ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვდება პრემიერ ღარიბაშვილს, პარლამენტის […]
მეუფე იაკობი – „მელია ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი“
მეუფე იაკობმა ხირსის მონასტერში ნიკა მელიას დაკავების შესახებ განაცხადა. „დაიჭირეს მელია, თუ დაჭერა უნდოდათ ძალიან ბევრჯერ შეეძლოთ დაჭერა, დიდი ხანი გავიდა 20 ივნისის მერეც, სამაჯური რომ მოისროლა იმის მერეც, ოპოზიცია იმაზე მიდიოდა, რაც მეტ შეცდომას დაუშვებს ხელისუფლება მთავარია უცხოეთში დასაყრდენი ეპოვნათ. სინამდვილეში ჩვენს ქვეყანაში დასაყრდერნი გაერთიანებულ ოპოზიციასაც არ აქვს. ოპოზიციის გარკვეულ ძალებზე ხალხი ისე არის […]
სალომე ზურაბიშვილი – “საქართველო რეგიონში სტაბილურობის და დემოკრატიული განვითარების კუნძულია”
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა , დღეს “ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი” გახსნა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით წელს პირველად გაიმართა. ონლაინფორმატში გამართული ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტმა ფორუმზე განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუნძულია. […]
“სააკაშვილს მელია პარტიის თავმჯდომარედ არ უნდოდა” – პეტრე მამრაძე
ყოფილი დეპუტატი პეტრე მამრაძე “ახალ თაობასთან” სააკაშვილსა და მელიას შორის ურთიერთობაზე საუბრობს. – მელია სააკაშვილის კონკურენტია? – სააკაშვილს სულაც არ უნდოდა მელიასნაირი ფიგურა პარტიის თავმჯდომარედ. სააკაშვილს თავისი მონა-მორჩილი გრიგოლ ვაშაძე უნდოდა. მელიამ გრიგოლ ვაშაძეს აჯობა. პარტიამ ასე გადაწყვიტა, ანუ სააკაშვილს კონტროლი გაექცა. მერე ჩაყოლას ჩათრევა სჯობსო და გამოაცხადა, ნახეთ, პარტიაში როგორი დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთო. დემოკრატიული […]










