ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგარეო მინისტრები – “ნიკა მელიას დაკავებით შეშფოთებულნი ვართ”

ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგარეო მინისტრები - "ნიკა მელიას დაკავებით შეშფოთებულნი ვართ"ლიეტუვის საელჩომ საქართველოში ფეიბუქის გვერდზე ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.

მათი შეფასებით, ნიკა მელიას დაკავება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობისთვის ძირის გამოთხრის რისკს ქმნის.

“ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას იმოქმედონ თავშეკავებულად, დეესკალაცია გაუწიონ სიტუაციას და მოძებნონ კონსტრუქციული გადაწყვეტა საქართველოსა და მისი ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური დიალოგის კრიტიკულ მნიშვნელობას არსებული კრიზისის გადასაჭრელად.

ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ნიკა მელიას, მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის დაკავებით. ეს ქმნის მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობისთვის ძირის გამოთხრის რისკს.

ჩვენ გვჯერა საქართველოს, როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს მომავლის.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, დააკავშირონ თავიანთი ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან და მიზნად დაისახონ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია. ჩვენ ხაზს ვუსვამთ პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას საგარეო პოლიტიკის ამ ამბიციური მიზნების მისაღწევად”