კატეგორია: პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე _ “ხელისუფლება ნაცმოძრაობის ოფისში პროვოკაციას გეგმავს”

ხატია დეკანოიძე _ "ხელისუფლება ნაცმოძრაობის ოფისში პროვოკაციას გეგმავს"

ხელისუფლება გეგმავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელთ არის „უდიდესი მორალური უპირატესობა“. „ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას. გეგმავს პროვოკაციას იმისთვის, რომ ძალიან კარგად იციან, რომ დღეს ჩვენს ხელთ არის უდიდესი მორალური უპირატესობა. მორალური უპირატესობა, რომელიც […]

სპეცრაზმი გორიდან თბილისისკენ დაიძრა – ბაზაზე მობილიზაცია გამოცხადდა

სპეცრაზმი გორიდან თბილისისკენ დაიძრა - ბაზაზე მობილიზაცია გამოცხადდა

“მთავარი არხის” ინფორმაციით, გორის ერთერთი ბაზა ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა, სამართალდამცველების ნაწილი კი უკვე თბილისშია გადმოყვანილი. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში “მთავარი არხის” სატელევიზიო სიგნალი ჩაახშეს. “მთავარის” ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ავტომობილების გადაადგილებაც შეზღუდული იყო. სტრატეგიული პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად “ქართული ოცნების” გეგმები ისევ ძალაში რჩება. საქართველოს მასშტაბით სპეც დანიშნულების რაზმის ბაზებზე გამოცხადებული მობილიზება ადასტურებს, რომ ივანიშვილის გუნდმა მთვარი ოპოზიციური […]

“ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად”

ზაალ უდუმაშვილი - ”ცოტა შეურაცხყოფილიც ვიყავი, პროკურატურაში აქამდე რომ არ დამიბარეს”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ თუ პოლიცია შტურმს მიიტანს პარტიის ოფისზე, ისინი სამართალდამცველებს კანონიერ წინააღმდეგობას გაუწევენ. “ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად, მათ შორის იმ სცენარისთვის, რომ თუ გადაწყვეტს ხელისუფლება და გადადგამს იმ უგუნურ ნაბიჯს, რასაც ჰქვია ოფისის შტურმი, ამისთვისაც ვემზადებით. რა თქმა უნდა, კანონიერ წინააღმდეგობას გავუწევთ სამართალდამცველებს, რათა არ მივცეთ საშუალება, დააპატიმრონ […]

ელისაშვილი – “ღარიბაშვილის მიერ ნაცმოძრაობის ლანძღვა ძალიან სახიფათოა”

ელისაშვილი - "ხელისუფლება ოპოზიციისკენ აშკარად ნაბიჯებს დგამს"

ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები არ მიუთითებს, რომ რაიმე კომპრომისზე წასვლას აპირებს პრემიერ – მინისტრობის კანდიდატი, რომელიც რამდენიმე საათში დიდი ალბათობით პრემიერ – მინისტრად დამტკიცდება,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ღარიბაშვილის განცხადებების ფონზე, რომ ნიკა მელია რამდენიმე საათში დააკავონ, ელისაშვილი აღნიშნავს, რომ არ იცის, რამდენ საათში შეიძლება ეს მოხდეს, თუმცა, მიაჩნია, რომ ღარიბაშვილი განაგრძობს სიძულვილის ენით […]

ღარიბაშვილი – “მელია ჩვეულებრივი კრიმინალია, არარაობა გვარამია კი მედიის მამად გვევლინება”

მელია - "ღარიბაშვილი "ოცნებას" მომაკვდინებელ დარტყმას მიაყენებს"

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, არარაობა და კრიმინალი უწოდა. “ერთ-ერთი გამოკვეთილი დამნაშავე, კრიმინალი, არარაობა გვარამია გვევლინება მედიის მამად და ტელევიზიის დირექტორად. პროკურორი კაცი, რომლის დროსაც იმედის ძალადობრივი გზით დახშობა მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა. ამაზეა საუბარი, დღესაც აქ ვართ, სად გვინდა, რომ ვიყოთ ხვალ?”, – თქვა ღარიბაშვილმა. მანვე ნიკა მელიაზე ისაუბრა. […]

ღარიბაშვილი – “პავილიონისის განცხადებები ჩემთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია”

პავილიონისი - "ესკალაცია ძალიან შორს წავიდა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებებს გამოეხმაურა და მიუღებელი განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები პირადად მისთვის და “ქართული ოცნების” გუნდისთვის არაფერს ნიშნავს. “ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ნაცმოძრაობასთან პირდაპირ დაკავშირებული ერთ-ერთი ქვეყნის, ამავდროულად, ჩვენი განსაკუთრებულად გამორჩეული მეგობარი ქვეყნის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ასეთი განცხადებები […]

ღარიბაშვილი – “დესტრუქციულ ძალებს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავაბრუნებთ”

ღარიბაშვილი - "დესტრუქციულ ძალებს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავაბრუნებთ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა და 10-წლიანი განვითარების ახალი, ამბიციური გეგმის შემუშავება იქნება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში „ფრაქცია ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა. „პირველი 100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტები იქნება, ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა და […]

“გახარიას ვპირდები, რომ დედაჩემის საქმეზე ციხე არ ასცდება” – ბაჩანა შენგელია

"გახარიას ვპირდები, რომ დედაჩემის საქმეზე ციხე არ ასცდება" - ბაჩანა შენგელია

ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია “საკუთარი ტყავის გადარჩენას” ცდილობს. ამის შესახებ მან “ენმ”-ის ოფისში,  “მთავარ არხთან” საუბრისას თქვა. “სწორი დრო შეარჩია საკუთარი ტყავის გადასარჩენად და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ როდესაც გემიდან ვირთხები გარბიან, ეს არის ინტუიცია მათი, როგორ შეიძლება ვირთხა შეაქო, ბოდიში – გახარიასთან არა, ვირთხებთან, რომ მათ ვადარებ, მაგრამ როგორ […]

პავილიონისი – “ესკალაცია ძალიან შორს წავიდა”

პავილიონისი - "ესკალაცია ძალიან შორს წავიდა"

ვიმედოვნებ, რომ საქართველოს კვლავ შეუძლია იყოს დემოკრატიისა და თავისუფლების ჩემპიონი და გამოიყენოს ეს შესაძლებლობა , – ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. ის იმედოვებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების თაობაზე შანსები ჯერ კიდევ არსებობს. „ვხედავ, პოზიტიურ სიგნალებს ოპოზიციიდან და იმედი მაქვს, მთავრობიდანაც წამოვა ანალოგიური სიგნალები. ვშიშობ, ესკალაცია ძალიან შორს წავიდა, მაგრამ იმედი […]

“ოცნება” ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზადაა” – გივი მიქანაძე

"ოცნება" ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზადაა" - გივი მიქანაძე

ჩვენ კონსტრუქციული დიალოგისთვის 24 – საათიანი მზაობა გვაქვს – ის, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის მზაობას გამოთქვამს, გარკვეულ ნიშნებს აჩვენებს, რომ გარკვეულ საკითხებზე შესაძლებელია მოვილაპარაკოთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ 25 თებერვალს დაგეგმილი აქციის გადადებას გამოეხმაურა. მიქანაძის განცხადებით, ისინი მზად არიან ნებისმიერი საკითხი მიმოიხილონ და ნახონ, სად შეიძლება იყოს შეხების წერტილები. […]