პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, არარაობა და კრიმინალი უწოდა. “ერთ-ერთი გამოკვეთილი დამნაშავე, კრიმინალი, არარაობა გვარამია გვევლინება მედიის მამად და ტელევიზიის დირექტორად. პროკურორი კაცი, რომლის დროსაც იმედის ძალადობრივი გზით დახშობა მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა. ამაზეა საუბარი, დღესაც აქ ვართ, სად გვინდა, რომ ვიყოთ ხვალ?”, – თქვა ღარიბაშვილმა. მანვე ნიკა მელიაზე ისაუბრა. […]
კატეგორია: პოლიტიკა
ღარიბაშვილი – “პავილიონისის განცხადებები ჩემთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია”
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებებს გამოეხმაურა და მიუღებელი განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები პირადად მისთვის და “ქართული ოცნების” გუნდისთვის არაფერს ნიშნავს. “ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ნაცმოძრაობასთან პირდაპირ დაკავშირებული ერთ-ერთი ქვეყნის, ამავდროულად, ჩვენი განსაკუთრებულად გამორჩეული მეგობარი ქვეყნის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ასეთი განცხადებები […]
ღარიბაშვილი – “დესტრუქციულ ძალებს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავაბრუნებთ”
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა და 10-წლიანი განვითარების ახალი, ამბიციური გეგმის შემუშავება იქნება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში „ფრაქცია ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა. „პირველი 100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტები იქნება, ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა და […]
“გახარიას ვპირდები, რომ დედაჩემის საქმეზე ციხე არ ასცდება” – ბაჩანა შენგელია
ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია “საკუთარი ტყავის გადარჩენას” ცდილობს. ამის შესახებ მან “ენმ”-ის ოფისში, “მთავარ არხთან” საუბრისას თქვა. “სწორი დრო შეარჩია საკუთარი ტყავის გადასარჩენად და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ როდესაც გემიდან ვირთხები გარბიან, ეს არის ინტუიცია მათი, როგორ შეიძლება ვირთხა შეაქო, ბოდიში – გახარიასთან არა, ვირთხებთან, რომ მათ ვადარებ, მაგრამ როგორ […]
პავილიონისი – “ესკალაცია ძალიან შორს წავიდა”
ვიმედოვნებ, რომ საქართველოს კვლავ შეუძლია იყოს დემოკრატიისა და თავისუფლების ჩემპიონი და გამოიყენოს ეს შესაძლებლობა , – ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. ის იმედოვებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების თაობაზე შანსები ჯერ კიდევ არსებობს. „ვხედავ, პოზიტიურ სიგნალებს ოპოზიციიდან და იმედი მაქვს, მთავრობიდანაც წამოვა ანალოგიური სიგნალები. ვშიშობ, ესკალაცია ძალიან შორს წავიდა, მაგრამ იმედი […]
“ოცნება” ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზადაა” – გივი მიქანაძე
ჩვენ კონსტრუქციული დიალოგისთვის 24 – საათიანი მზაობა გვაქვს – ის, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის მზაობას გამოთქვამს, გარკვეულ ნიშნებს აჩვენებს, რომ გარკვეულ საკითხებზე შესაძლებელია მოვილაპარაკოთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ 25 თებერვალს დაგეგმილი აქციის გადადებას გამოეხმაურა. მიქანაძის განცხადებით, ისინი მზად არიან ნებისმიერი საკითხი მიმოიხილონ და ნახონ, სად შეიძლება იყოს შეხების წერტილები. […]
ხატია დეკანოიძე – “მზად ვართ, 25 თებერვლის აქცია გადავდოთ”
ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს. როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. მისი თქმით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგის გზით უნდა გადაჭრას. „ეს პოლიტიკური კრიზისი არ დაწყებულა მხოლოდ დღეს, არამედ დაიწყო 20 ივნისიდან, სწორედ ამის გამო დევნიან პოლიტიკურად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას. […]
ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა
“პარლამენტის წევრს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კობახიძეს, საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილის და მისი ავტორობისთვის გადავცემ თავისუფლების საპარლანეტო ორდენს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს წევრებს ირაკლი კობახიძის დაჯილდოებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ შეკრებილებს საქართველოს პირველი […]
“გახარია “ოცნებას” გაემიჯნა, მაგრამ მისი გადაწყვეტილება დაგვიანებულია” – კორნელი კაკაჩია
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გიორგი გახარიას გადადგომა იყო სწორი, მაგრამ ცოტა დაგვიანებული იყო მისი მხრიდან: – სწორი იმიტომ იყო, რომ ეს არის მცდელობა, გარკვეულწილად კონფრონტაციის შერბილებას ხელი შეუწყოს. ასევე მან გამოიჩინა თავისი წილი პასუხისმგებლობა. ერთიანობა არ არსებობს „ქართული ოცნების“ შიგნით და სხვადასხვა ჯგუფს შორის არის კონკურენცია. ამის დადასტურება […]
სუბარი – “გახარიამ ერთ წამში წყალს გაატანა ხალხის ნდობა, რომ კვესიტაძის და ხუხაშვილის ქება დაემსახურებინა””
მგონია, რომ გიორგი გახარიამ ერთ წამში, ერთ დღეში წყალს გაატანა ხალხის ნდობა, არ ვიცი, რამდენად ღირდა მას ამის სანაცვლოდ მოეპოვებინა ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. „დღესაც მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას გადადგომა იყო გაუგებარი და ამავდროულად, შეუწყნარებელი გადაწყვეტილება. არ შემიძლია ამის გაგება. ვართ ერთი გუნდი, ვაკეთებთ […]









