აშშ-ის საელჩო საქართველოში ნიკა მელიას დაკავებას ასე გამოეხმაურა: “ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი […]
კატეგორია: პოლიტიკა
ღარიბაშვილმა მელიას დაკავებისთვის გომელაურს მადლობა გადაუხადა
დღეს ჩვენ გავხდით მომსწრეები, რომ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ვართ ძლიერი სახელმწიფო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. მან მთავრობის სახელით, შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა. „ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, გვყავს ძლიერი პოლიცია, ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი. მინდა ვახტანგ გომელაურსა და პოლიციელებს, მთავრობის სახელით, საჯაროდ მადლობა გადავუხადო, იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი […]
გიორგი ბარამიძეც დააკავეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს ჯამში 21 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, დაკავებულთა შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძეც. უწყების ცნობით, 21-ვე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული.
ნაცმოძრაობის ოფისში ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ – 3 საათზე მთავრობასთან აქცია იქნება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავენ. არსებული ინფორმაციით, ლიდერები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით თათბირობენ. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში კვლავ რჩებიან პარტიის მხარდამჭერები. ოპოზიცია დღეს, 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში […]
ჯიმ რიში – “დღევანდელი გადაწყვეტილება სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის”
ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში “ამერიკის ხმასთან” ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილება სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის. “დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინასწარ პატიმრობას გულისხმობს, სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის. ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა, რაც ძალიან ხშირ მოვლენად იქცა და აუცილებლად გაართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, […]
ჯერი ჩვენზე, ხალხზეა! საქართველოში ვიხილეთ რეპრესიის რუსული მეთოდი“ – ლევან ვარშალომიძე
ლევან ვარშალომიძე ფეისბუქზე წერს: საქართველოში ვიხილეთ ოპოზიციურ ერთობაზე თავდასხმისა და რეპრესიის აშკარა საბჭოთა რუსული მეთოდი! სიმბოლურია, რომ ივანიშვილმა ეს წითელი არმიის დღეს გააკეთა! ჯერი ჩვენზე, ხალხზეა! თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი არასდროს არ შევგუებულვართ და არც შევეგუებით დიქტატურას, ამიტომ ვიწყებთ გადამწყვეტ ბრძოლას ქვეყნის გადარჩენისათვის!
კინზინგერი – ძალიან შემაშფოთებელია საქართველოს მთავრობის ქმედება, ყველანი გაკვირდებით
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურება. ის წერს, რომ ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია, რომელსაც ყველანი უყურებენ. “ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია. ამ რთული სიტუაციიდან გამომდინარე, მოვუწოდებ მთავრობას, თავი დაანებოს ამ დრამატულ ქმედებას. ჩვენ ყველანი გაკვირდებით”, – დაწერა ადამ კინზინგერმა. მოგვიანებით მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა სადაც წერს, რომ დარბევას პირდაპირ უყურა. […]
პოლიციამ გიორგი ბოტკოველი და აქტივისტები დააკავა
“ნაციონალური მოძრაობის” ოფისს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ნაწილ-ნაწილ ტოვებენ. სპეცრაზმი ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა ტაშით და შეძახილებით “მონა”; “გავრილოვი” გააცილეს. მინიმუმ ათამდე ადამიანი სასწრაფო დახმარებამ უკვე გადაიყვანა, ისინი ამბობენ, რომ ოფისში “წიწაკის” გაზის გაშვების შემდეგ მოიწამლნენ. პოლიცა მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ რჩება, მათ ტერტიორია გადაკეტილი აქვთ, ამიტომ ოფისში დარჩენილი მოქალაქეები გარკვეული დროის მანიძლზე სამედიცინო დახმარების მიღებას ვერ […]
ძალიან სევდიანი დღე – იან კელი შტურმზე
ნიკა მელია დააკავეს – ვიდეო
სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს. “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო […]










