კატეგორია: პოლიტიკა

 ნიკა მელია – „გახარია დასაფასებელია, ამჯერად მან სისხლი არ დაღვარა”

ნიკა მელია - ივანიშვილი აუცილებლად გამოიმუშავებს რევოლუციას

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ამ ნაწილში დასაფასებელია, რადგან მან სისხლი არ დაღვარა განსხვავებით 20 ივნისის სისხლიანი ღამისა. “ეს ბატონი დასაფასებელია, არჯერად მან სისხლი არ დაღვარა”- თქვა მელიამ.

ვინ გახდება ახალი პრემიერი – კობახიძე, წულუკიანი თუ ტიკარაძე – გახარიამ “ოცნებაც” დატოვა

ვინ გახდება ახალი პრემიერი - კობახიძე, წულუკიანი თუ ტიკარაძე - გახარიამ "ოცნებაც" დატოვა

თანამდებობიდან გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარტია “ქართული ოცნება” დატოვა, შესაბამისად, ამ წუთებში მიმდინარე პოლიტსაბჭოს სხდომას არ ესწრება. სხდომაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, მთავარი საკითხი პრემიერობის ახალი კანდიდატის დასახელებაა. მედიაში ვრცელდება რამდენიმე ინფორმაცია, მათ შორის, ყველაზე რეალისტური ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა, განიხილება ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეც, ასევე, თეა წულუკიანი. ჩვენი ინფორმაციით, პარტიას ტოვებს მინისტრთა კაბინეტის […]

სუბარი – “ვერ გავიგე, გახარია რატომ გადადგა”

სუბარი - "ვერ გავიგე, გახარია რატომ გადადგა"

გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა პირადად ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და გულწრფელად რომ გითხრათ, არასასიამოვნო იყო, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა გააკეთა. მისივე თქმით, ის, რაც ხდებოდა, აბსოლუტურად კანონის ჩარჩოში იყო და პოლიციამ ზუსტად იცოდა, როდის, როგორ ემოქმედა. „ლაპარაკი არ იყო პროცესის ხელოვნულად აჩქარებაზე ან შენელებაზე. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ გავიგე რატომ გადადგა, გარდა იმისა, […]

არჩილ თალაკვაძე – “ჩვენი გუნდი ერთიანია, დესტაბილიზაციას არ დავუშვებთ!”

არჩილ თალაკვაძე - "განმეორებითი არჩევნები ჩვენი მხრიდან არ განიხილება"

ქვეყანაში არანაირი დესტაბილიზაციის მცდელობებს არ დავუშვებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, პოლიტიკური გუნდი ერთიანია. „მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი. სახელმწიფო ინსტიტუტები სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ყველა საჯარო ფუნქციის, ყველა სახელმწიფო სერვისის მიწოდება გაგრძელდეს უწყვეტ რეჟიმში. რასაკვირველია, ჩვენ არანაირ წყვეტას, ქვეყანაში არანაირ დესტაბილიზაციის მცდელობებს არ დავუშვებთ, […]

ირაკლი კობახიძე – “ახალ პრემიერს ხვალ დავასახელებთ, მელიას მაინც დავიჭერთ”

ირაკლი კობახიძე - "ახალ პრემიერს ხვალ დავასახელებთ, მელიას მაინც დავიჭერთ"

სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში. სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი“,- აღნიშნა მან. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას დაკავების […]

ნიკა მელია – “ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია”

ნიკა მელია - "ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია"

ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან და განვიხილოთ საკითხი, ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, ქვეყანას კრიზისიდან მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი არჩევნები გამოიყვანს. „ჩვენთვის უმთავრესია ქვეყანაში კანონის უზენაესობა, ჩვენთვის უმთავრესია ქვეყანაში მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების უფლება, სადაც ერთხელ და სამუდამოდ ტარდებოდა პირუთვნელი არჩევნები […]

გახარიას გადადგომის შემდეგ მთავრობაც გადამდგარია

"24 დეკემბრამდე აიკრძალება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი?"- რას გეგმავს მთავრობა

პრემიერ-მინისტრს გადადგომისთანავე უფლებამოსილება უწყდება. გადამდგარია მთავრობაც, რომელიც მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს. პარლამენტს კი, 2-კვირიანი ვადა აქვს, რომ ნდობა ახალ პრემიერ- მინისტრს და მის მიერ შეთავაზებულ კაბინეტს გამოუცხადოს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

შსს – გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით მელიას დაჭერა გადაიდო

შსს - გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით მელიას დაჭერა გადაიდო

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

“მელიას დასაჭერად მოვედით” – ნაცმოძრაობის ოფისი პოლიციამ ალყაში მოაქცია

"მელიას დასაჭერად მოვედით" - ნაცმოძრაობის ოფისი პოლიციამ ალყაში მოაქცია

ენმ-ის ოფისთან დაახლოებით 20-მდე პოლიციელი შსს-ს ამოსაცნობი აბრევიატურით მივიდა. ისინი ამ წუთებში ოფისში შესვლას ცდილობენ, თუმცა, იქ შეკრებილები ამის საშუალებას არ აძლევენ. ამავდროულად, ენმ-ის ოფისის გასწვრივ მობილიზებულია საპატრულო პოლიციის მანქანები, სავარაუდოდ, ოფისთან მისასვლელი გზა იკეტება. “სასამართლოს მიერ მიღებულია განჩინება, მოსული ვართ, რომ გავატაროთ შესაბამისი ზომები”, – ამბობენ პოლიციელები. ნიკა მელიას ადვოკატის დიმიტრი საძაგგლიშვილის მოთხოვნა, რომ […]

გახარია გადადგა – “მელიას დაპატიმრება სწორად არ მიმაჩნია”

გახარია გადადგა - "მელიას დაპატიმრება სწორად არ მიმაჩნია"

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ გახარიამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. „იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ჩემს გუნდთან ერთად ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული […]