ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებას აფასებს. – როგორ აფასებთ ღარიბაშვილის მეორედ მოსვლას? – თუ რაიმე სამაშველო რგოლი შეიძლებოდა გადმოეგდო “ქართულ ოცნებას” თავისი გულშემატკივრებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტი ღარიბაშვილის დასახელება იყო პრემიერის პოსტზე. თუმცა აქ მთავარია, ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მიიღებს გადაწყვეტილებებს თუ ირაკლი კობახიძესთან და მსგავს ტიპებთან?! – […]
კატეგორია: პოლიტიკა
მელია – “ღარიბაშვილი “ოცნებას” მომაკვდინებელ დარტყმას მიაყენებს”
ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებას“ მომაკვდინებელ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს “,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში, ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის წარდგენაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ნიკა მელია აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილი „კონფლიქტის განსახიერებაა“. „ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებას“ მომაკვდინებელ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს. ირაკლი ღარიბაშვილი არ შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი 2021 წელს. დიახაც, დაინიშნება ახალი არჩევნები, ამ ახალ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ მოუწევს, ალბათ, ღარიბაშვილის ლიდერობით მონაწილეობის მიღება, […]
“გახარიამ ივანიშვილს მის დაბადების დღეზე სამაგიერო გადაუხადა”
პარტია “ტრიბუნას” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გახარიას გადადგომაზე საუბრობს. – ბატონო დავით, გიორგი გახარიას გადადგომა, როგორც ჩანს, სიურპრიზი აღმოჩნდა თავად “ქართული ოცნებისთვის”. რა მოხდა? – 20 ივნისის დარბევის ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია. მაშინ მე ვიყავი დეპუტატი, პარლამენტში იყო გიორგი გახარიაც მოსული. ერთი კიბით დაბლა ვიდექი და ეზოში ვიყურებოდი, როდესაც […]
რატომ გაუშვა 5 მთავრობა გამოვლილი მაია ცქიტიშვილი სახლში ირაკლი ღარიბაშვილმა
კვირის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად პირველი ვიცე-პრემიერის და ინფრასტრუტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის მოხსნა იქცა. სულ ცოტა ხნის წინ პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს ამბავი ასე გამოაცხადა: “მე მინდა ქალბატონ მაია ცქიტიშვილს გულწრფელი მადლობა გადავუხადო მისი ერთგული სამსახურისთვის, ჩვენი ქვეყნისათვის გაწეული არაჩვეულებრივი საქმიანობისთვის, რომელიც 9 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და არაერთ მთავრობას, უკვე 5 პრემიერ-მინისტრის მთავრობას […]
სააკაშვილი – “გერმანიაში არ წახვიდეთ, გპირდებით, რომ საქართველოში მალე მეტი შემოსავალი გექნებათ”
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ გერმანიაში არ წავიდნენ. თემასთან დაკავშირებით მან “მთავარი არხის” გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის ქართველ ხალხს გარანტიას აძლევს, რომ “უახლოეს თვეებში საქართველოში იმაზე მეტი შემოსავალი ექნებათ, ვიდრე გერმანიაში”. “გერმანიაში ნუ მიდიხართ. მე გაძლევთ გარანტიას, არ ვაპირებ არანაირი პოსტის დაკავებას, მაგრამ ჩვენ, ყველანი ერთად გაძლევთ გარანტიას, რომ იმაზე […]
ლევან ხაბეიშვილი – “რუსული მეთოდებით ცდილობენ ამ ადამიანების ციხეში წაყვანას”
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, პარლამენტის წინ დაპირისპირების დროს 15-მდე ადამიანი დააკავეს. კანონი ამის უფლებას გვაძლევს. აბსოლუტურად უკანონო, რუსული მეთოდებით ცდილობენ, რომ ეს ადამიანები ციხეში წაიყვანონ, მაგრამ ფაქტია, არავის ეშინია, – განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ აქტივისტები რამდენიმე თვის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანის შენობის უკანა შესასვლელთან კარვებში იმყოფებოდნენ. დღეს მათ კარვის გამოტანა პარლამენტის წინ დააპირეს, რასაც […]
თალაკვაძემ კობახიძეს თავისუფლების საპარლამენტო ორდენი მიანიჭა
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძისთვის თავისუფლების საპარლამენტო ორდენის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. თავისუფლების საპარლამენტო ორდენი საპარლამენტო ჯილდოა, რომელიც პირს პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცემა. თავისუფლების საპარლამენტო ორდენით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით. “მან განუზომლად დიდი წვლილი შეიტანა საკონსტიტუციო რეფორმაში. როგორც პარლამენტის წინა თავმჯდომარე საკონსტიტუციო რეფორმას ხელმძღვანელობდა. ეს […]
ვინ არის ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრად წარადგინა
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად, თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა გუშინ, მას შემდეგ დატოვა, რაც ის გუნდმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე 2016- 2019 წლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე იყო. 2015 […]
აქციაზე „ლელოს“ წევრები საბა ბუაძე და ირაკლი კურაძე დააკავეს
პარლამენტის წინ აქციაზე „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე, ირაკლი კუპრაძე და პარტიის კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს ისინი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის და მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების წარდგენას აპროტესტებენ. “ლელოს” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი წარწერის გაკეთებას გეგმავდნენ, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.
“ვთხოვე ირაკლი ღარიბაშვილს, მომცეს საშუალება, მე დავუბრუნდე ჩემს ოჯახს” – მაია ცქიტიშვილი
ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“, იმ ხალხის გულშემატკივარი და მხარდამჭერი, რომელიც ასე გულწრფელად აკეთებს საქმეს, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილმა მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, “მე და ბატონი ირაკლი 15 წელია, ვიცნობთ ერთმანეთს. ერთობლივად გაკეთებული ძალიან ბევრი საქმე გვაკავშირებს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ერთად ვმუშაობდით საერთაშორისო ფონდ „ქართუში“. ასევე, როდესაც ბატონი […]









