ვინ გახდება ახალი პრემიერი – კობახიძე, წულუკიანი თუ ტიკარაძე – გახარიამ “ოცნებაც” დატოვა

ვინ გახდება ახალი პრემიერი - კობახიძე, წულუკიანი თუ ტიკარაძე - გახარიამ "ოცნებაც" დატოვათანამდებობიდან გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარტია “ქართული ოცნება” დატოვა, შესაბამისად, ამ წუთებში მიმდინარე პოლიტსაბჭოს სხდომას არ ესწრება.

სხდომაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, მთავარი საკითხი პრემიერობის ახალი კანდიდატის დასახელებაა.

მედიაში ვრცელდება რამდენიმე ინფორმაცია, მათ შორის, ყველაზე რეალისტური ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა, განიხილება ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეც, ასევე, თეა წულუკიანი.

ჩვენი ინფორმაციით, პარტიას ტოვებს მინისტრთა კაბინეტის წევრთა ნაწილი – მათ შორის, დავით ზალკალიანი (სავარაუდოდ, მას შეცვლის კახა კუჭავა) და ნათია თურნავა (სავარაუდოდ, მას შეცვლის ივანე მაჭავარიანი).

მთავარი