გოგა ხაინდრავა – “გავრილოვი საქართველოში ელენე ხოშტარიამ ჩამოიყვანა”

გოგა ხაინდრავა - "გავრილოვი საქართველოში ელენე ხოშტარიამ ჩამოიყვანა"2005 წლიდან. „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის ატარებდა რუსეთის ინტერესებს საქართველოში. სააკაშვილი და ბიძამისი იყვნენ აქ რეზიდენტები – ისინი რუსეთის უშიშროების სამჭედლოში არიან გამოზრდილები, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

„არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ ეს პროცესი მხოლოდ საქართველოში არ მიდის. რუსეთს დაპყრობილი აქვს სამი მეზობელი ქვეყნის ტერიტორია – ზუსტად ანალოგიურად მიმდინარეობს ყველაფერი იქაც. ერთი „გავრილოვია“ უკრაინაში, „კრებითი გავრილოვი“ გვყავს აქ ფანჩატურში და ამას ვამბობ 2005 წლიდან.

„ნაცმოძრაობა“ ყოველთვის ატარებდა რუსეთის ინტერესებს საქართველოში. სააკაშვილი და ბიძამისი იყვნენ აქ რეზიდენტები – ისინი რუსეთის უშიშროების სამჭედლოში არიან გამოზრდილები. იქვე არის გამოზრდილი ელენე ხოშტარია, რომელმაც ჩამოიყვანა გავრილოვი საქართველოში. მთელი ამბავი, რომელიც მოხდა მაშინ, მისი მონაწილეობით იყო.

ძნელად წარმომიდგენია, რომ როდესაც 1980-იანი წლების ბოლოს საბჭოთა დიპლომატიის სასწავლებლად მიდიხარ მოსკოვში, ის და გრიგოლ ვაშაძე, ხოლო დანარჩენები – სააკაშვილი, ბეჟუაშვილი და ვარშალომიძე წავიდნენ კიევში, იმავე სასწავლებელში. მეტსაც გეტყვით, მეორე კურსიდან რომ გააგდეს, უშიშროების ჯარში მსახურობდა და ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ფიცს როგორ კითხულობს… “, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.