სამოქალაქო აქტივისტი დიტო ბიძინაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში კახა კალაძის შესახებ საუბრობს: – ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერში აკეთებს ფულს. საკუთარი შემომწირველები შეჰყავს და მათ აგებინებს ტენდერს. – კალაძე თავისი ფულით მოვიდა პოლიტიკაში. – კი, თავიდან ყველა ამბობდა, რომ მან ფეხბურთის თამაშით იშოვა ფული, მაგრამ კალაძე როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, მას ჰქონდა მილიონნახევრის ქონება. ხელისუფლებაში ყოფნის დროს […]
კატეგორია: პოლიტიკა
იაგო ხვიჩია – “ოპოზიციის 13 დეპუტატს პარლამენტში შევიყვან“
“გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ 3%-იან ბარიერზე არის წამსვლელი: – ეს თქვა თალაკვაძემ. 3%-იანი ბარიერი 5%-იან ბარიერს სჯობია, თუმცა არ არის უბარიერო და, თუ უბარიერო არ არის, მაშინ სხვა პოლიტიკოსების შეყვანის შანსი არ არსებობს. ეს არ არის ის, რის გამოც თავის დროზე შეიკრიბა ოპოზიცია. ჩვენ გვჯერა, რომ ოპოზიცია შევა […]
“სააკაშვილის გარეშე ნაცმოძრაობა ამომრჩევლის 80%-ს დაკარგავს” – თორნიკე შარაშენიძე
ცოტა ხნის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ რამდენიმე ახალი სახე წარუდგინა საზოგადოებას. ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ნაცმოძრაობის ახალი თავმჯდომარე ნიკა მელია საკუთარი პოზიციების გაძლიერებას ცდილობს პარტიაში: – ეს ადამიანები რას შესძენენ ნაციონალურ მოძრაობას და რამდენად გააძლიერებენ, გავა დრო და ვნახავთ. ასე მარტივი არ არის ნაცმოძრაობის გაძლიერება. ნაცმოძრაობას სჭირდება გაძლიერებაც და განახლებაც. […]
“ელისაშვილს საბურთალოს არჩევნებზე ნაციონალები დაეხმარნენ” – მურმან დუმბაძე
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი მურმან დუმბაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ალეკო ელისაშვილზე საუბრობს: – ალეკო ელისაშვილი რამდენი წლისაც არის, იმდენი წელია, მე პოლიტიკაში ვარ და პოლიტიკური სტაჟი მაქვს. ღრმა შეცდომა მოუვიდა. საერთო ოპოზიციურ გადაწყვეტილებას უღალატა. მას აკლია პოლიტიკური გამოცდილება და ამიტომ მოსდის შეცდომები. ელისაშვილი უბარიერო საარჩევნო სისტემას გვთავაზობს, რაც არ არის სწორი. უბარიერო […]
გიგი უგულავა – „ჩერგოლეიშვილის პოზიცია ბიძინას ტელევიზიებისას დაემთხვა“
“ევროპული საქართველოს” ყოფილი სახე და ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ყრილობის შემდეგ პარტიიდან ლიდერთა ნაწილის წასვლასთან დაკავშირებით “ტაბულის” დამფუძნებლისა და რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის რეაქციას ეხმიანება და დასმული შეკითხვის პასუხად ამბობს, რომ “მისი პოზიცია ბიძინას ტელევიზიების პოზიციას დაემთხვა”. შეგახსენებთ, პარტიის ლიდერების – დავით ბაქრაძის, გიგი უგულავას, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებების შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილმა მათი პოზიციები უკრაინაში მყოფ საქართველოს […]
მამუკა მდინარაძე – “ნიკა მელიას იმუნიტეტს მოვუხსნით”
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ დღეს უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ნიკა მელიამ საკუთარი თავი ასეთი ალტერნატივის წინაშე დააყენა – უწევს ან ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, სახელმწიფოს და გადაიხადოს გირაო, ან თავადვე დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძიება. ჩვენ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „მოქმედების დროა, საუბრის დრო აღარ არის”
ყოფილი პოლიტპატიმარი ირაკლი ოქრუაშვილი “მთავარ არხზე”, გადაცემაში “მთავარი დებატები” ხსნის, რატომ არ ჩანდა ბოლო დროს ტელეეთერებში. ამის მიზეზად ირაკლი ოქრუაშვილმა ის დაასახელა, რომ “საუბრის დრო აღარ არის”. “არ ვჩანდი ტელევიზიებში და ამის საფუძველი მქონდა. მიზეზი ის არის, რომ ჩვენ სასაუბრო დრო აღარ დაგვრჩა – პირდაპირ მოქმედებებზე უნდა გადავიდეთ. ჩემზე არის მოსაზრება, რომ ხისტი მოქმედებების მომხრე […]
“ახალგაზრდა კაცი ხარ ტო, ცოტა ხო უნდა იაზროვნო” – კახა კალაძე ჟურნალისტს
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავარი არხის ჟურნალისტს შეურაცხმყოფლად მიმართა. მაშინ, როცა ჟურნალისტი თავის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა და კითხვის დასმას ცდილობდა, კალაძემ ასეთი ფრაზით მიმართა: “ახალგაზრდა კაცი ხარ ტო, ცოტა ხო უნდა იაზროვნო”. კალაძე სასულიერო პირებთან და ირაკლი კობახიძესთან ერთად იმყოფებოდა. მან ჟურნალისტის კითხვას არ უპასუხა.
“ივანიშვილი კობახიძესაც ჰპირდებოდა პირველობას და გახარიასაც”
„თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ეს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით უნდა გავუშვათ. – ესე იგი, რიგგარეშე არჩევნებით? ოპოზიციის ნაწილის აზრით, ვადამდელი არჩევნების გამართვა უკეთესია 2022 წელს. – ეს ხელისუფლება ბოროტებაა. რაც მალე წავა, მით უკეთესი იქნება. თარიღს ვერ ვიტყვი. კარგია, რომ წელსვე დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. მომავალ წელსაც შეიძლება. თუ გაჭიმავს, ეს […]
“მელიას თუ დაიჭერენ, ვაია, არ დაიჭერენ, ვუია” – სოსო ცინცაძე
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტოლოგიაში ცალკე თავად შევა “მელიას კაზუსი”: – მელია “ოცნებას” მძიმედ გაეჩხირა ყელში. დარწმუნებული ვარ, “ოცნების” ლიდერები ღამეებს ათენებენ ფიქრში, როგორ ქნან, რომ თან დაიჭირონ და თან არ დაიჭირონ. დაიჭერენ ვაია, არ დაიჭერენ ვუია. ხელისუფლებამ არჩევანი ამ ორს შუა უნდა გააკეთოს. თუ მელიას იმუნიტეტს მოუხსნიან, მაშინ დანარჩენებსაც უნდა […]










