“ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადება უბარიერო საარჩევნო სისტემის კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით “ბავშვურია და თამაშია”. “მგონია, რომ ძალიან ბავშვურია და თამაშია. მაშინ, როცა უნდა ვლაპარაკობდეთ ჩვენ იმაზე, მოქალაქეების სოციალური პრობლემები როგორ მოვაგვაროთ, მართლაც ძალიან ბევრი საკითხია და ისინი, ერთადერთი, შედარებით, ამ საბოტაჟისგან რასაც აღწევენ, არის ის, რომ მთელი […]
კატეგორია: პოლიტიკა
ხათუნა სამნიძე – “უბარიერო საარჩევნო სისტემის კენჭისყრაში რესპუბლიკელები მონაწილეობას მივიღებთ”
რესპუბლიკური პარტიის წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ ხელისუფლება უბარიერო საარჩევნო სისტემას დაარეგისტრირებს, ის და თამარ კორძაია მზად არიან, პარლამენტში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ. “როცა გვესმის მეორე მხრიდან, ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ სისტემაზე, იმ შემთხვევაში თუ სხვა პარტიები მზად იქნებიან, შემოვიდნენ პარლამენტში და დისკუსია გამართონ, აქ მინდა, მე მათ მივმართო და დარწმუნებული ვარ, ჩემი […]
ირაკლი ქადაგიშვილი – “სააკაშვილმა აჯანყების მიმართვა გამოაქვეყნა”
მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა ფაქტობრივად აჯანყების მიმართვა, ეგ არის პოლიტიკური ბაცილა ეროვნული სახელმწიფოს სხეულში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, რითაც სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. “გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა მათი არსებობის განმავლობაში ვერასდროს მიიღეს არჩევნების გზით ხელისუფლება, მათ შორის” “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში რევოლუციით მოვიდა და არა არჩევნებით, თორემ 2003 წელს არჩევნებში სულ სხვა პროცენტი ჰქონდა მიღებული, […]
დათო ტურაშვილი ივერი მელაშვილს – რატომ არ შეიძლება გამოვიყენოთ 1938 წლის რუკა?!
მწერალი დათო ტურაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ივერი მელაშვილი არც დამნაშავეა და არც გმირი. – თქვით, რომ მამა კირიონს შეხვდით და მას არ უთმობენ ეთერს სრული სიმართლის სათქმელად. ვინ ბლოკავს მას და რისი თქმა ვერ შეძლო მან? – არ ვიცი, კონკრეტულად ვინ ბლოკავს მამა კირიონს სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ვიცი, რომ მას პრეტენზია აქვს არა […]
დავით ბაქრაძე “ევროპული საქართველოდან” მიდის – “კვირის ბოლომდე ყველაფერს ვიტყვი”
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე პარტიიდან წასვლას აპირებს. ცოტა ხნის წინ ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიაში მიმდინარე პროცესებთან, პერსონალურ და საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. „დღეს საზოგადოების განწყობა არის ძალიან მკაფიო, რომ არამხოლოდ „ევროპული საქართველოსგან“, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრისგან ის ელოდება სიახლეებს, ახალ ხედვასა და განახლებას. აქედან გამომდინარე, „ევროპულ […]
კახა ოქრიაშვილი – “პარლამენტში შესვლას არც კი განვიხილავ ახალი არჩევნების გარეშე”
პარტიის “პროგრესი და თავისუფლება” დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი “ახალ თაობასთან” პარლამენტში შესვლის შესაძლებლობაზე საუბრობს. – თქვენზეც ვრცელდება ხოლმე ჭორად, რომ შესაძლოა, კახა ოქრიაშვილი შევიდეს პარლამენტში. მკაფიოდ გვიპასუხეთ, განიხილავთ? – არა! არ ვაპირებ პარლამენტში შესვლას, თუ არ იქნება ჩანიშნული ახალი არჩევნები. თუ ეს მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ვადამდელი არჩევნების თარიღი არ ჩაინიშნება, პარლამენტში შესვლაზე არც კი […]
„კალაძის გვერდზე გაწევა „ოცნებას“ ძვირად დაუჯდება“
ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესებზე საუბრობს: – ადგილობრივ არჩევნებამდე გუნდში იქნება მოჩვენებითი ჰარმონია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ რამდენ ქულასა და ხმას მოიტანს რეგიონებიდან. “ქართულ ოცნებას” ორი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი. პირველი, წარმატებას მიაღწიოს ადგილობრივ არჩევნებში და ადგილობრივი არჩევნებიდან გამომდინარე დაგეგმოს, როდის ჩატარდება შემდეგი საპარლამენტო არჩევნები. 2024 წლის არჩევნები ძალიან პრინციპული […]
„მოფერებაზეც შემიძლია გადავიდე და ბულინგზეც, გააჩნია ვიზე რა გაჭრის” – იაგო ხვიჩია
იაგო ხვიჩიას განცხადებით, მოუწოდებს ოპოზიციონერებს, რომ პარლამენტში შევიდნენ. ”გვითხრას ”ქართულმა ოცნებამ”, გუშინ რაც ილაპარაკა მდინარაძემ, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მზად არის დადოს პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, თუ ოპოზიცია დათანხმება. თუ ამას გააკეთებს, აი, ახლოს არის პარლამენტი, ჩავდივარ და ჩემს კოლეგებსაც მოვუწოდებ, რომ შემომიერთდნენ, მარტო ნუ დამტოვებენ იმ დარბაზში. მოფერებაზეც შემიძლია გადავიდე და ბულინგზეც, გააჩნია […]
გიორგი გახარიამ 4 ახალი გუბერნატორი დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა. მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გიორგი სახოკია დაიკავებს, რომელიც დღემდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2014 წლიდან გიორგი სახოკია მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის – იყო ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი. 2013-2014 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს […]
“ეს ხელოვნურად შექმნილი ლიდერი ნიკანორ მელია ვაჟკაცობს, რომ კანონს დაარღვევს!” – მიხეილ ყაველაშვილი
ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს, უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ. “ახლანდელი გამოჩეკილი ლიდერი, ეს ხელოვნურად შექმნილი, ნიკანორ მელია ვაჟკაცობს, რომ კანონს არ შეასრულებს. კანონსაც შეასრულებს და თუ არ შეასრულებს, სათანადოდაც დაისჯება, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს, ამ თემაზე საუბრისას. შეგახსენებთ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს, […]









