დავით ბაქრაძე “ევროპული საქართველოდან” მიდის – “კვირის ბოლომდე ყველაფერს ვიტყვი”

დავით ბაქრაძე "ევროპული საქართველოდან" მიდის - "კვირის ბოლომდე ყველაფერს ვიტყვი"მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე პარტიიდან წასვლას აპირებს.

ცოტა ხნის წინ ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიაში მიმდინარე პროცესებთან, პერსონალურ და საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

„დღეს საზოგადოების განწყობა არის ძალიან მკაფიო, რომ არამხოლოდ „ევროპული საქართველოსგან“, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრისგან ის ელოდება სიახლეებს, ახალ ხედვასა და განახლებას. აქედან გამომდინარე, „ევროპულ საქართველოშიც“ მიდის მსჯელობა, თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში და როგორი უნდა იყოს სამომავლო გეგმები.

დღეს ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ გადაწყვეტილებას პერსონალური ან საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ. უახლოეს დღეეებში, კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი, მათ შორის, პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მაგრამ ის, რაც დღეს ხაზგასმით შემიძლია ვთქვა არის ის, რომ როგორიც არ უნდა იყოს შიდაპარტიული გადალაგება, ის გავლენას არ მოახდეს ოპოზიციის საერთო პოზიციონირებასა და ამოცანებზე,

მხედველობაში მაქვს ოპოზიციის მიმდინარე ბრძოლა, პარლამენტის ბოიკოტი და და პარლამენტში არშესვლის ნიშნად დაწერილი განცხადებები. ვერანაირი შიდა არტიული გადანაწილება ამ პრინციპულ საკითხზე გავლენას ვერ მოახდეს და ვერ შეცვლის. ბოიკოტი დარჩება ძალაში. „ევროპული საქართველო“ დარჩება ოპოზიციურ ფლანგზე“, – განაცხადა ბაქრაძემ.