„სამნიძის განცხადება ძალიან ბავშვურია და თამაშია“ – მამუკა მდინარაძე

„სამნიძის განცხადება ძალიან ბავშვურია და თამაშია“ - მამუკა მდინარაძე“ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადება უბარიერო საარჩევნო სისტემის კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით “ბავშვურია და თამაშია”.

“მგონია, რომ ძალიან ბავშვურია და თამაშია. მაშინ, როცა უნდა ვლაპარაკობდეთ ჩვენ იმაზე, მოქალაქეების სოციალური პრობლემები როგორ მოვაგვაროთ, მართლაც ძალიან ბევრი საკითხია და ისინი, ერთადერთი, შედარებით, ამ საბოტაჟისგან რასაც აღწევენ, არის ის, რომ მთელი ყურადღება გადააქვთ სხვა საკითხებზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.