თუ დავინახავ რეალურ კომპრომისულ, ხალხისთვის მისაღებ წინადადებებს „ქართული ოცნების“ მხრიდან, მზად ვარ, განვიხილო ბოიკოტის შეწყვეტის საკითხი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც „მეტი თავისუფლება – გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა. კითხვაზე, იცოდა თუ არა გარკვეული ოპოზიციური […]
კატეგორია: პოლიტიკა
ელისაშვილი და იოსელიანი დღეიდან საპარლამენტო საქმიანობაში ერთვებინ
პარტია „მოქალაქეების“ წევრები დღეიდან საპარლამენტო საქმიანობაში ერთვებიან. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომას დაესწრებიან. “მოქალაქეებმა“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს. პარტიის წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმზე ხელმომწერები ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
“ოპოზიციის რეიტინგის ასეთ კატასტროფულ ვარდნას არ ველოდი” – ვახტანგ ძაბირაძე
ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ქუჩის პოლიტიკის წარმართვა რთული საქმეა და ის ბევრი კომპონენტისგან შედგება: – ოპოზიცია შეცდომას შეცდომაზე უშვებს და 30 წელია, ამ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ. 2008 წლის მოვლენები გაიხსენონ. როგორ დასრულდა მაშინ ის ყველაფერი, ხომ კარგად ახსოვთ?! დიდი სისულელე ქნა ოპოზიციამ 2008 წელს, როდესაც პარლამენტში არ შევიდა. დღესაც იმავეს იმეორებს. […]
სალომე ზურაბიშვილი – “ოცნებამ” ოპოზიციონერების მანდატები არ უნდა გააუქმოს”
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნამდე საჯარო მიმართვას აკეთებს და “ოცნებას” მოუწოდებს, არ გააუქმოს ოპოზიციის მანდატები მთავარ პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყანა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავიდა და საჭიროა მრავალფეროვანი და ქმედითი საკანონმდებლო ორგანო. თუმცა იქვე უმრავლესობის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მას ოპოზიცია სჭირდება. დღეს ქვეყანას ამ სისტემის სრულყოფილად ამოქმედება სჭირდება, დრო […]
“ნაცმოძრაობა მომხრეებს კარგავს და ის მალე 2%-იანი გახდება” – რამაზ საყვარელიძე
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი სარეკორდოდ დაბალ ნიშნულზეა: – 5%-ზე არასდროს არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ მთელი ორომტრიალი, ბოიკოტი, რომელსაც ის ქმნის, მისთვის წამგებიანია. არ მუშაობს. – ერთგული ამომრჩეველიც განუდგა? – როგორც ჩანს, განუდგა. რაიმე ვალდებულებით ხომ არ იყვნენ ნაციონალურ მოძრაობას მიმაგრებულები. პარტია ნელ-ნელა ამომრჩეველს კარგავს. შემდეგი ბოიკოტი და […]
ნაციონალებმა ახალი წევრები წარადგინეს
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გუნდის ახალი წევრები წარადგინა. განახლებული გუნდი პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ წარადგინა. პარტიას შეუერთდნენ: გიორგი ჩალაძე, ნონა მამულაშვილი, ნიკა ობოლაძე, გიორგი თარგამაძე, რეზო ჩომახიძე, სოფო ჯაფარიძე, მანუჩარ ახალაია, ბარბარა ჯიმელი, ანა გოგოლაძე, ზვიად ქვლივიძე, ბაჩო დოლიძე, გიორგი ხვედელიანი. შეგახსენებთ, პარტიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2020 წლის 27 დეკემბერს ყრილობა გამართა. ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ ნიკა მელია ოფიციალურად […]
იაგო ხვიჩია – “საქართველოს ყველა მოქალაქეს იარაღის ტარების უფლება უნდა ჰქონდეს”
“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მათი პარტიის ერთ-ერთი პოლიტიკური პროექტია იარაღის ტარების ლეგალიზაცია: – ჩვენი აზრით, ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით. – რატომ უნდა ჰქონდეს? ეს უფრო არ გაზრდის კრიმინალს? – ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა და აგერ არიან რუსები, რომლებიც შემოდიან და ჩაგრავენ ჩვენ მოქალაქეებს. ამ […]
“კობახიძის ჯგუფმა კალაძის გუნდს დაარტყა”
“მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა და „ევროპული საქართველო“ სისხლშია გასვრილი. ამიტომაა, რომ ამომრჩეველმა არ მისცა ხმა გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავას. – ულიდეროდ დარჩენილ „ქართულ ოცნებაზე“ რას იტყვით? ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავებას პარტიის შიგნით გააქტიურებულ კლანურ გარჩევებს უკავშირებენ. – დიახ, ხელისუფლებაში კლანური დაპირისპირებაა. კალაძეს სხვებმა უკვე დაარტყეს. თვითონ […]
იაგი ხვიჩია – “თაკო ჩარკვიანს ჩემ წინააღმდეგ იყენებენ”
“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში თაკი ჩარკვიანის მიერ მასზე გამოთქმულ შეხედულებაზე საუბრობს. – თაკო ჩარკვიანმა ჩვენთან ინტერვიუში თქვენზე ისაუბრა და 40.000-მდე ადამიანი ჯარიდან როცა გაათავისუფლეთ, ამას ის აფასებს არასახელმწიფოებრივ ქმედებად და კითხვები აქვს რუსეთთან კავშირზეც. რამდენად სწორია ჯარიდან გათავისუფლება, როცა ქვეყანა ოკუპირებულია? – ჩემი აზრით, სამწუხაროდ, თაკო ჩარკვიანი სხვა პოლიტიკოსების მიერ არის გამოყენებული […]
მამუკა მდინარაძე – „ბოკერიას რევოლუცია ვერ შედგება“
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას რევოლუცია საქართველოში არ შედგება. ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდიანრაძემ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი მზადაა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართოს. „ბოკერიას რევოლუცია ამ ქვეყანაში ვერ შედგება, რაც არ უნდა ვალდებულება აკიდოს მოსახლეობას მან თავისი ჭკუით. ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება 3%-იანი პარტიის ჭკუაზე არ ივლის. აქედან გამომდინარე […]










