მამუკა მდინარაძე – „ბოკერიას რევოლუცია ვერ შედგება“

მამუკა მდინარაძე - „ბოკერიას რევოლუცია ვერ შედგება““ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას რევოლუცია საქართველოში არ შედგება. ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდიანრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მზადაა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართოს.

„ბოკერიას რევოლუცია ამ ქვეყანაში ვერ შედგება, რაც არ უნდა ვალდებულება აკიდოს მოსახლეობას მან თავისი ჭკუით. ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება 3%-იანი პარტიის ჭკუაზე არ ივლის. აქედან გამომდინარე მეორე სვლაა, ნაციონალური და სახელმწიფოებრივად სწორი, შესაბამისად, ეს პარტიები უკვე სწორ, რაციონალურ გზას გაჰყვებიან და შემოვლენ პარტიებში ცვლილებებსაც უზრუნველვყოფთ, რომ მივიღოთ.

მე მოვუწოდებ, ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, რომელსაც გათვითცნობიერებული აქვთ, რომ ისინი ბოკერიას “ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის “ბულინგს” არ უნდა დაექვემდებარონ და ბოკერიას ვირტუალური რევოლუციის სასაცილო ნაწილები არ უნდა გახდნენ, ნებისმიერ მათგანთან მზად ვართ, რომ შეხვედრები გავმართოთ. ოღონდ სპეკულაციები, რომ იციან ზოგიერთმა მედიასაშუალებებმა, ისე არა“, – განაცხადა მდინარაძემ.