ჩხოროწყუში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, რომლებიც მერიასთან არიან შეკრებილი, ადგილობრივ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს – ვადა 30 წუთში ამოიწურება. ამ ხნის განმავლობაში ჩხოროწყუს მერიამ პასუხი უნდა გასცეს აქციის მონაწილეებს, ასევე, მათი რამდენიმე წარმომადგენლის შენობაში შეშვება და მერთან შეხვედრა უზრუნველყოს. აქციის მონაწილეებს მერიის შენობა ალყაში აქვთ მოქცეული, ადგილზე მობილიზებულია პოლიციელთა უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა. აქციის მონაწილეები ჩხოროწყუს მეორე სკოლასთან […]
კატეგორია: პოლიტიკა
კელი დეგნანი – “ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს”
აშშ-ის ელჩი საქართველოში კენი დეგნანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მათ შორის არსებულ განსხვავებებზე კომპრომისის მისაღწევად ქვეყნის ინტერესები პირველ რიგში უნდა დააყენონ და ამომრჩევლების აზრი გაითვალისწინონ. “ქართველი ხალხი სხვადასხვა გამოკითხვაში აცხადებს, რომ მათთვის მთავარი პრობლემები არის სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, სიღარიბე. ისინი ასევე აცხადებენ, რომ სურთ, პარლამენტის წევრებმა ერთად იმუშაონ ამ საკითხებზე პარლამენტში. იმედი მაქვს, პარტიები, […]
თაკო ჩარკვიანი – “სააკაშვილის დევნა უნდა შეწყდეს”
თაკო ჩარკვიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი საქმის ძიება უნდა შეწყდეს: – ეს უნდა მოვითხოვოთ. ეს, უპირველეს ყოვლისა, მის პარტიას ეხება. მე მის ჩამოსვლაზე არ ვლაპარაკობ. ეს სხვა თემა და სხვა პროცედურაა. ჩამოყვანა და არჩევნებში მონაწილეობა რა ჩემი საქმეა. ეს ხალხის საქმეა. – თქვენ ეთანხმებით, რომ ის აქტიურად უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში? – […]
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ოპოზიციიდან ავთანდილ ენუქიძე გახდა
პარლამენტმა ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე ავთანდილ ენუქიძე აირჩია. ენუქიძეს ვიცე-სპიკერის პოსტზე 82 ხმით დაუჭირეს მხარი. ენუქიძის კანდიდატურა პარლამენტს “პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით გასულმა დეპუტატებმა წარუდგინეს. ცნობისთვის, რეგლამენტით პარლამენტის თავმჯდომარეს ხუთი მოადგილე ჰყავს, რომელთაგან ორი ოპოზიციის კვოტით ინიშნება. იპნ
“ქართული ოცნება” ოპოზიციას მანდატებს არ შეუწყვეტს
„ქართული ოცნების“ უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საკითხი კენჭისყრისას ჩავარდება და ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის თემა კვლავ ღიად დარჩება. “დღეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების […]
“თუ ვინმეა დასაჭერი მერიაში, ესენი კალაძე და ხმალაძე არიან” – ლევან ხაბეიშვილი
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავება ხელისუფლებაში კლანებს შორის დაპირისპირების გამოხატულებაა. – ლევან, სულ საუბრობდით კორუფციაზე თბილისის მერიაში. ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე დააკავეს. რას იტყვით ამ ინციდენტზე? – ეს კლანებს შორის დაპირისპირება უფროა, ვიდრე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. წვრილფეხა კორუმპირებულების დაკავება სიტუაციას ვერ შეცვლის. მსხვილფეხა კორუმპირებულებს უნდა მიხედონ, კალაძეს, […]
გიორგი ვაშაძე ბოიკოტს შეწყვეტს – „თუ დავინახავ „ოცნებისგან“ რეალურ წინადადებას“
თუ დავინახავ რეალურ კომპრომისულ, ხალხისთვის მისაღებ წინადადებებს „ქართული ოცნების“ მხრიდან, მზად ვარ, განვიხილო ბოიკოტის შეწყვეტის საკითხი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც „მეტი თავისუფლება – გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა. კითხვაზე, იცოდა თუ არა გარკვეული ოპოზიციური […]
ელისაშვილი და იოსელიანი დღეიდან საპარლამენტო საქმიანობაში ერთვებინ
პარტია „მოქალაქეების“ წევრები დღეიდან საპარლამენტო საქმიანობაში ერთვებიან. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომას დაესწრებიან. “მოქალაქეებმა“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს. პარტიის წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმზე ხელმომწერები ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
“ოპოზიციის რეიტინგის ასეთ კატასტროფულ ვარდნას არ ველოდი” – ვახტანგ ძაბირაძე
ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ქუჩის პოლიტიკის წარმართვა რთული საქმეა და ის ბევრი კომპონენტისგან შედგება: – ოპოზიცია შეცდომას შეცდომაზე უშვებს და 30 წელია, ამ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ. 2008 წლის მოვლენები გაიხსენონ. როგორ დასრულდა მაშინ ის ყველაფერი, ხომ კარგად ახსოვთ?! დიდი სისულელე ქნა ოპოზიციამ 2008 წელს, როდესაც პარლამენტში არ შევიდა. დღესაც იმავეს იმეორებს. […]
სალომე ზურაბიშვილი – “ოცნებამ” ოპოზიციონერების მანდატები არ უნდა გააუქმოს”
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნამდე საჯარო მიმართვას აკეთებს და “ოცნებას” მოუწოდებს, არ გააუქმოს ოპოზიციის მანდატები მთავარ პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყანა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავიდა და საჭიროა მრავალფეროვანი და ქმედითი საკანონმდებლო ორგანო. თუმცა იქვე უმრავლესობის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მას ოპოზიცია სჭირდება. დღეს ქვეყანას ამ სისტემის სრულყოფილად ამოქმედება სჭირდება, დრო […]










