ჩხოროწყუში აქციის მონაწილეებმა მერია ალყაში მოაქციეს

ჩხოროწყუში აქციის მონაწილეებმა მერია ალყაში მოაქციესჩხოროწყუში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, რომლებიც მერიასთან არიან შეკრებილი, ადგილობრივ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს – ვადა 30 წუთში ამოიწურება.

ამ ხნის განმავლობაში ჩხოროწყუს მერიამ პასუხი უნდა გასცეს აქციის მონაწილეებს, ასევე, მათი რამდენიმე წარმომადგენლის შენობაში შეშვება და მერთან შეხვედრა უზრუნველყოს.

აქციის მონაწილეებს მერიის შენობა ალყაში აქვთ მოქცეული, ადგილზე მობილიზებულია პოლიციელთა უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა.

აქციის მონაწილეები ჩხოროწყუს მეორე სკოლასთან დაკავშირებული სკანდალის მონაწილე პირების დასჯას, ასევე ჩხოროწყუს მერის გადადგომას ითხოვენ.

თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში შესვლა სცადეს, მაგრამ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

ჩხოროწყუს მერიის შენობისა და საპირფარეშოების დალაგებაში სკოლის მოსწავლეების იძულებით ჩართვას მწვავე პროტესტი მოყვა, თუმცა არც საპირფარეშოების დალაგება-დახეხვის აქციის მთავარი ორგანიზატორი და ბავშვების პედაგოგი უხერხულობას არ გრძნობენ.

მთავარი