ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ასეთია „ქართული ოცნება”. 5%-ის აზრით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. რაც შეეხება სხვა პარტიებს (“პატრიოტთა ალიანსი”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; “გირჩი”; “ევროპული საქართველო”; “ლელო”; “ლეიბორისტული პარტია”) ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს. ამასთან, ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 24%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, 25%-მა კი […]
კატეგორია: პოლიტიკა
“ელისაშვილი სასარგებლო იდიოტია” – სოსო ცინცაძე
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ელისაშვილი პოლიტიკოსი არ არის: – შეიძლება პოლიტიკოსი არ იყო, მაგრამ პოლიტიკური ალღო გქონდეს. დღეს ელისაშვილი სასარგებლო იდიოტის როლშია. ნუ ეწყინება, მაგრამ ასეა. ორი კაცი შევა თუ არ შევა პარლამენტში, ეს არაფერს ცვლის, მაგრამ შეიძლება ამან ცუდი სამსახური გაუწიოს ოპოზიციას. იმაზე ფიქრი, რომ დღეს ელისაშვილს ან “გირჩს” შეუძლია […]
“გახარიას პენსიაზე გაუშვებენ და ნაციონალებს გადააბარებენ ხელისუფლებას” – ლევან ჩაჩუა
“ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიას დიდი პრობლემები აქვს: – ყველაზე საცოდავად “ოცნებაში” გამოიყურება პრემიერი გახარია. მას გუნდიც კი არ ჰყავს, სამ-ოთხ კაცს თუ არ ჩავთვლით. არადა, რეიტინგით გიორგი გახარია სხვებს უსწრებს. გახარიას მძიმე დროს უხდება პრემიერობა. მას, ალბათ, კიდევ ამუშავებენ, რამდენიმე თვეში კი პოლიტიკურ პენსიაზე გაუშვებენ. ღმერთმა უწყის, ვისით ჩაანაცვლებენ. […]
„მაღლაფერიძის დანიშვნით კობახიძემ კალაძე ჩააჩოჩა” – დავით ჭიჭინაძე
პარტია “ტრიბუნას”ლიდერი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ვასილ მაღლაფერიძე არის „ქართული ოცნების“ იდეოლოგიის ნაწილი: – მოგეხსენებათ, რომ ის ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივ მაუწყებელსაც და წარმატებული ტელევიზია უნდა შეექმნა. უზარმაზარი თანხები იყო გამოყოფილი და მას მიეცა სხვადასხვა მექანიზმი, რომ მონოპოლია შეექმნა სარეკლამო ბაზარზე და ჩაეძირათ პატარა ტელეკომპანიები, თუმცა ვხედავთ, რომ დღეს აღარ არის ტელევიზიის ხელმძღვანელი, პროექტიც […]
დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს ბათუმში თავზე ნაგავი დააყარეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერანტივას” წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს. ინცინდენტი ევროპის მოედანზე მოხდა. როგორც “ალტერნატივას” წევრი მზია ქედელიძე აცხადებს, ამ ფორმით აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილის შესვლა გააპროტესტეს. მისი თქმით, ირაკლი ჩავლეიშვილი „ოპოზიციიდან გაიქცა და სკამისთვის იბრძოლა“. ცნობისთვის, აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილი ერთადერთი ოპოზიციური წევრია, რომელმაც შესვლაზე […]
ელენე ხოშტარია – “მთავრობამ გვითხრა, კიდევ 1 თვე იშიმშილეთო” – 24 იანვარს საპროტესო აქცია გაიმართება
ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე, არანაირი გონივრული ახსნა ვინმეზე ზრუნვის ამ საკითხში აღარ არსებობს“, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა. ელენე ხოშტარიას თქმით, ის, რაც გუშინ მოხდა, „მონობის დაანონსებაა“ . „ ხელისუფლების გუშინდელი აბსოლუტურად თავხედური გადაწყვეტილების შემდეგ, რომ ადამიანებს ყველანაირი […]
“კალაძე გაზაფხულზე “ოცნებამ” შეიძლება დროებით პრემიერად დანიშნოს” – ლევან ალაფიშვილი
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “კავკასუსში” მომხდარი ფაქტები შეიძლება კალაძის პოლიტიკურ განეიტრალებასთანაც იყოს კავშირში. – კალაძემ შეიძლება დასაყრდენი იპოვოს ოპოზიციაში? – კალაძეს აქვს ოპოზიციასთან კავშირები, ყოველთვის ჰქონდა, თუმცა, მე მაინც არა მგონია, რომ მხოლოდ ამის იმედად იყოს და ეს ნაბიჯი ისე გადადგას. თუკი ეს სცენარი პოლიტიკურად განხორციელდება, მაშინ, არ არის გამორიცხული, მან […]
8 სართულიანი შენობა ტყეში ტყვიაგაუმტარი შუშებით – სად იცხოვრებს პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი
“ნოდარ მელაძის შაბათის” 2021 წლის პირველ გამოშვებაში საუბარი იქნება ბიძინა ივანიშვილის სასახლეზე, რომელშიც ოლიგარქი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ აპირებს ცხოვრებას. “პირველად ნახავთ სასახლეს, რომელშიც პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი იცხოვრებს. 8 სართულიანი შენობა ტყეში ტყვიაგაუმტარი შუშების ოთახით, 5 შესასვლელით და საკუთარი სათბურებით, რომ პროდუქტები გარედან არ შემოიტანონ. ყუთები და ნივთები ჯერ არ ამოულაგებიათ, ტყვიაგაუმტარ მინებიან ოთახებს კი მფლობელისთვის […]
“მერაბიშვილს ივანიშვილის ბიზნესცენტრის დარბევა უნდოდა” – პეტრე მამრაძე
ყოფილი დეპუტატი პეტრე მამრაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა დროული იყო იმ მხრივ, რომ მას არ სიამოვნებს პოლიტიკაში ყოფნა: – როცა ადამიანს ძალიან არ სიამოვნებს, რომ არის საჯარო სივრცეში, მით უმეტეს (მას შევხვედრივარ და ვიცი მისი დამოკიდებულება პოლიტიკისადმი) არავითარ შემთხვევაში არ გაეკარებოდა, რომ არ დაენახა, სხვა გზა არ იყო, მისი ხალხი იღუპებოდა. […]









