„მაღლაფერიძის დანიშვნით კობახიძემ კალაძე ჩააჩოჩა” – დავით ჭიჭინაძე

„მაღლაფერიძის დანიშვნით კობახიძემ კალაძე ჩააჩოჩა" - დავით ჭიჭინაძეპარტია “ტრიბუნას”ლიდერი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ვასილ მაღლაფერიძე არის „ქართული ოცნების“ იდეოლოგიის ნაწილი:

– მოგეხსენებათ, რომ ის ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივ მაუწყებელსაც და წარმატებული ტელევიზია უნდა შეექმნა. უზარმაზარი თანხები იყო გამოყოფილი და მას მიეცა სხვადასხვა მექანიზმი, რომ მონოპოლია შეექმნა სარეკლამო ბაზარზე და ჩაეძირათ პატარა ტელეკომპანიები, თუმცა ვხედავთ, რომ დღეს აღარ არის ტელევიზიის ხელმძღვანელი, პროექტიც ჩავარდა და ალბათ მალე კითხვები გაჩნდება მის საქმიანობასთან დაკავშირებით, თუ როგორი „წარმატებული“ საქმიანობა ჰქონდა. ეს მოხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება.

– ანუ ის არის „ოცნების“ იდეოლოგი, რომელმაც ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელში „დაალაგა“ საქმეები, დატოვა არხზე მემკვიდრე, მისი ყოფილი მოადგილე გახდა გენერალური დირექტორი და ახლა უკვე პარტიაში გადაინაცვლა?

– რა თქმა უნდა. ცნობილია მისი და კობახიძის დამოკიდებულება. გახსოვთ, ალბათ, რომ მაშინაც კობახიძე იყო ყველაზე აგრესიული დამცველი მისი ინტერესების, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელში რაღაც ცვლილებები ხდებოდა.

კობახიძესა და მაღლაფერიძეს განსაკუთრებული ინტერესები აქვთ. ვინც ახლა შევიდა პოლიტსაბჭოში, პრაქტიკულად ყველა კობახიძის ადამიანია. მაღლაფერიძის მოადგილეობაც იმაზე მიანიშნებს, რომ კალაძე პარტიული იერარქიითაც მესამე კაცი გახდა. აქამდე იყო გენერალური მდივანი და მეორე კაცი პარტიაში, კობახიძემ კი პირველი, რაც გააკეთა, დააქვეითა.

არა მგონია, რომ კალაძისთვის რამე საამაყო ხდებოდეს და ის ამაზე ოცნებობდა. მაღლაფერიძემ შეასრულა ის როლი, რომ პარტიის ლიდერშიფში კალაძის ჩაჩოჩება დაიწყო.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა