საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარლამენტის დეპუტატებს ხელისუფლება პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ 2-3 მილიონ დოლარს სთავაზობდა. აღნიშნულის შესახებ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, პირდაპირ ეთერში განაცხადა. ყოფილმა პრეზიდენტმა ოპოზიციას პარლამენტში არ შესვლის გამო მადლობა გადაუხადა. „მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ოპოზიციის თითოეულ წევრს, სინამდვილეში გამარჯვებული კოალიციის თითოეულ წვერს, რომელიც არ შვეიდა „ბუტკაში“, არ შევიდა ივანიშვილის მიერ გამოცხადებულ უკანონო პარლამენტში. […]
კატეგორია: პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე – „კატეგორიულად მიუღებელია საელჩოებსა და ელჩებზე თავდასხმა“
ელჩებზე თავდასხმას ემიჯნება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. როგორც მან სატელევიზიო ეთერში განაცხადა, ელჩები არიან ქვეყნის პარტნიორები და არა რომელიმე მხარის პოზიციის მხარდამჭერები. „მესმის ადამიანების, რომლებიც ძალიან დიდი პერსონალური წნეხის ქვეშ არიან, მათ ოჯახის წევრების და ყოველთვის ვუგულშემატკივრებ, გვერდში დავუდგებით, მაგრამ შეტევა საელჩოებსა და ელჩებზე არ მგონია სწორი პროცესი იყოს ამ შემთხვევაში. ეს არის კონკრეტული […]
თეა წულუკიანი – “ნიკა გვარამიას პერფორმანსი არის გაბომჟებული საცოდაობა”
იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ამჟამინდელი პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ნიკა გვარამიას ოჯახზე თვალთვალში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. “ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მისი პერფორმანსები, თავდასხმები დასავლურ ღირებულებებზე, მისი ისტერიკა არის ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის გაბომჟებული სახე. ეს ძალიან მძიმე სანახავია პიროვნულად, ადამიანურად, რადგან მას ჩაეფუშა ის გეგმა, რაც იყო ხელისუფლების ნებისმიერ […]
“ოცნებამ” პრემიერობის კანდიდატად გახარია წარადგინა
“ჩვენ მოვიგეთ… მოვათხოვნინოთ და თუ არ მისცემენ, დავარტყამთ…” – რა მისწერა კობახიძემ ნაცვლიშვილს
“ქართული ოცნების” იდეოლოგი ლაშა ნაცვლიშვილი ისევ აქტიურობს. ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს მას აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა მმართველი პარტიის სპიკერთან ირაკლი კობახიძესთან. ნაცვლიშვილი სავარაუდოდ “სამართლიან არჩევნებზე” საუბრობს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სკანდალში გაეხვა. “ჩვენ მოვიგეთ. მოვათხოვნინოთ და თუ არ მისცემენ, მერე ვიფიქროთ როგორ გამოვიყენოთ, თუ მისცემენ, ხო კარგი. საჭირო პროცესად თუ ვაქცევთ თავიდანვე განაცხადს და მოთხოვნას […]
“ივანიშვილს “ოცნების” სია არ მოსწონს და რიგგარეშე არჩევნები უნდა”
ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს რომ უნდოდეს, პატრიოტებიდან დაწყებული, გირჩით და ბოკერიებით დამთავრებული, ზედ მიყოლებული ნატო ჩხეიძით, ყველას ვიხილავდით პარლამენტში. – ანუ მას არ უნდა? – მას არ უნდა ეს. მას უნდა რაღაცა კრიზისის შექმნა, როგორც ჩანს, რიგგარეშე არჩევნები უნდა. – ანუ რა გამოდის, რომ ოპოზიცია თამაშობს ბიძინას თამაშს? – […]
“გიორგი გახარია ვანო ჩხარტიშვილის კადრია”
ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ნახევარი მინისტრთა კაბინეტი მაინც შეიცვლება. – ამბობენ, რომ ტიკარაძის კანდიდატურაც განიხილება პრემიერად, ეს რამდენად სერიოზულია? – შიგნით ასეთი პირობაა დაყენებული, ვინც ადგება და მოერევა გახარიას, სწორედ ის დაინიშნება პრემიერად. გახარიას ვერ ერევიან, ვერ გამოუნახეს ამ ადამიანს მიზეზი, რის გამოც სერიოზულად შეიძლება მისთვის შარის აგორება. – იმის თქმა […]
ირაკლი კობახიძე – “სოფლებში შეიძლება დიპლომიც არ ჰქონდეთ, ცდომილების რისკი მეტია”
ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში საარჩევნო ოქმებზე განაცხადა: “როცა საუბარია საარჩევნო კომისიებზე, საუბნო კომისიებზე, აქ არის უამრავი კომისია, 50 000 ადამიანია ჩართული. არის ქალაქებში, არის სოფლებში, არის მცირე სოფლებში, სადაც, შეიძლება, ადამიანს, ელემენტარულად, დიპლომიც არ ჰქონდეს აღებული, ანუ, არიან სხვადასხვა გამოცდილების და კვალიფიკაციის კომისიის წევრები ჩართული საარჩევნო კომისიების მუშაობაში და იქ, ბუნებრივია, ცდომილების რისკი არის ბევრად […]
“ეს კინტო ავარდა…“ – უგულავა ელისაშვილზე
„ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავა “მთავარი არხის” ეთერში ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მე-4 რაუნდის დეტალებს იხსენებს: „კობახიძემ ჩაიხვია ბოლო შეხვედრაზე, დაიწყო ყეყეჩობა, მოდით ეხლა ISFED-ის PVT ავიღოთ, ერთად გადავთვალოთ და თუ რამე ცვლილება იქნება, არჩევნებს ჩავატარებთ. და ეს კინტო ავარდა და იმის მერეა, სამი დღეა ილანძღება. ბაქრაძემ უთხრა, დაჯექი ბიჭო, მახეა, მახე და მოგვიწია ამ კაცის გაჩერება […]
„ოცნებას“ პარლამენტში 23 მილიონერი დეპუტატი ჰყავს
მე-10 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა რამდენიმე საათის წინ დაიწყო, მათ შორის იმ მილიონერმა დეპუტატებმაც, რომელიც მმართველი პარტიის სიით მოხვდნენ პარლამენტში. პარლამენტის 150 დეპუტატიდან, მათ მიერ შევსებული დეკლარაციების მიხედვით, 23 მილიონერია, ანუ ყოველი მე-7. თუმცა შესაძლოა, მილიონერი დეპუტატების სია გაცილებით გრძელი იყოს. ეს მას შემდეგ გამოჩნდება, რაც მათი დეკლარაციები საჯაროდ გამოქვეყნდება. რადიო თავისუფლებამ ახალი დეპუტატების ქონებრივი დეკლარაციები, […]










