„ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთი მამის გაკეთებულია ყველა. ესენი სხედან გრანტზე და გრანტის მიმცემი რასაც უბრძანებს“, – განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. “ISFED-ი ისევეა ბიძინას და ჟვანიას კონტროლის ქვეშ, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია. ის ისევეა მოსყიდული, დაბულინგებული და მართვადი როგორც დანარჩენი სახელმწიფო სტრუქტურები ჩვენს ქვეყანაში სასამართლოს ჩათვლით. ამიტომ, დაანებონ თავი უაზრო და უკბილო თავის მართლებებს, […]
კატეგორია: პოლიტიკა
“სამართლიანი არჩევნები” – “ხმების პარალელური დათვლის შედეგად პარტიების მანდატების რაოდენობა უცვლელი დარჩა”
„სამართლიანი არჩევნები“ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებს ავრცელებს. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა; შეიცვალა სხვა პარტიების შედეგებიც. პირველადი შედეგებით, ნაციონალურ მოძრაობას – 26.4% ჰქონდა, ახლა კი – 27.4% აქვს; ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია-ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის – პირველადი მონაცემებით – 3.7%, შესწორებულით – 3.8% შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა […]
ელისაშვილი ნაციონალებს – “60 მგელივით დაგეშილი ოპოზიციონერი პარლამენტში უნდა შევიდეთ!”
90 მუთაქა იქნება „ქართული ოცნებიდან“ და 60 დაგეშილი მგელივით ოპოზიციონერი ვიქნებით პარლამენტში, წარმოიდგინეთ, რა ამბავს დავატრიალებთ იქ, რა კანონებს გავიტანთ, რა საკითხებს გავიტანთ, როგორ ჯანჯღარში გვეყოლება მთავრობა,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა ლიდერებს მოუწოდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, მოაწერონ ხელი ხელისუფლებასთან შეთანხმებას და ყველა ოპოზიციური […]
“ოპოზიციას ვურჩევ, კობახიძე, როგორც მომლაპარაკებელი, არ მიიღონ” – ეკა ბესელია
პოლიტიკური პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი , ეკა ბესელია , ოპოზიციას ურჩევს მოლაპარაკებებზე ირაკლი კობახიძეს აღარ დაუჯდნენ. მისი შეფაებით, როგორც კი პროცესში კობახიძე ჩაერთო, ვითარება ჩიხში შევიდა. “მე ერთ რამეს ვურჩევ ოპოზიციას, შემდეგი მოლაპარაკება როცა იქნება, კობახიძე მათ როგორც მომლაპარაკებელი არ უნდა მიიღონ, განსაკუთრებით მისი ბოლო პროვოკაციული ბრიფინგის მერე. ვარსკვლავებს არავინ არ წყვეტს, მაგრამ კობახიძეს არ უნდა […]
ნაციონალებმა, ვაშაძის პარტიამ, ლელომ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტებმა სიების ანულირების განცხადება ცესკოში შეიტანეს
რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში მანდატები მიიღეს, ცენტრალურ საარჩევნოკომისიაში პროპორციული სიების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადებები შეიტანეს. პროპორციული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ცესკო-ს მიმართა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულმა ოპოზიციამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლელომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“. როგორც ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში „შავ ლაქად“ დარჩება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პრაქტიკულად […]
ალეკო ელისაშვილი – „პარლამენტში შესვლა მოღალატეობა კი არა, ხალხის სამსახურში ყოფნაა“
მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი Facebook-ლაივში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გაფორმებულ მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც პარტიის ხელმძღვანელები ცესკოდან თავიანთ პარტიულ სიებს გამოითხოვენ და პოლიტიკოსები ინდივიდუალურად იტყვიან უარს თავიანთ მანდატებზე. ელისაშვილის თქმით, არასწორია, მანდატებზე უარის თქმა, სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ხოლო მოლაპარაკების შედეგი ხელის მოწერა და პარლამენტში შესვლა უნდა იყოს. “თან ამბობენ რომ მანდატებს ვხევთო, თან ამბობენ, რომ მოლაპარაკებაზე […]
“მივესალმები სრულიად საქართველოს ბინადართ” – ლადო კახაძის მიმართვა
“მივესალმები სრულიად საქართველოს ბინადართ, მივესალმები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ ჩვენს ღვიძლ მოსახლეობას” – ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა ქართული ოცნების უხუცესმა წევრმა, ლადო კახაძემ გახსნა. პარლამენტის უხუცესი დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეა, თუმცა, იმის გამო, რომ ოპოზიციამ მანდატებზე უარი თქვა, სხდომა ლადო კახაძემ გახსნა. ეს საქართველოს ისტორიაში პარლამენტის ერთპარტიულად შეკრების პირველი ფაქტია […]
გუბაზ სანიკიძე – “დემოკრატიის სამშობლო არის ქუჩა”
ყველა გადის ინდივიდუალურ და კოლექტიურ გამოცდას ახლა. არის ძალიან საინტერესო და ამავდროულად ძალიან მძიმე პერიოდი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში. ამიტომ ყველა გააკეთებს თავის არჩევანს – მე ვარ პოლიტიკური დარვინიზმის მომხრე, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტების გაფორმებისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციამ პარლამენტში არ შესვლით […]
”თოვდა და თბილისს ებურა თალხი…” – არმაზ ახვლედიანმა 2020 წლის დეკემბერი 1921-ის თებერვალს შეადარა
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა არმაზ ახვლედიანმა ერთმანეთს შეადარა დეკემბერი 2020 და თებერვალი 1921. მან აღნიშნა, რომ დღეს თბილისის შემოგარენში ჩამოთოვა, რაც, მისი აზრით, სიმბოლურია, რადგან კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსი გაახსენდა. სუსხიანი დილაა, არა? თბილისის შემოგარენში კი ჩამოთოვა… სიმბოლურია, მაგრამ დღეს ყველაზე ნათლად მახსენდება კოლაუ ნადირაძის ლექსი, რომელიც ყველამ ზეპირად იცით: “თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა […]
სალომე ზურაბიშვილი – „საზოგადოება გვეუბნება დავიღალეთ”
დავიღალეთ! საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ პარლამენტის დარბაზში და ამ დარბაზის გარეთ. „დავიღალეთ“ ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით, ოცდაათი წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა! ყველანი, მათ შორის მეც, ვიდექით პარლამენტის კიბეებზე. დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის […]









