“ოპოზიციას ვურჩევ, კობახიძე, როგორც მომლაპარაკებელი, არ მიიღონ” – ეკა ბესელია

"ოპოზიციას ვურჩევ, კობახიძე, როგორც მომლაპარაკებელი, არ მიიღონ" - ეკა ბესელიაპოლიტიკური პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი , ეკა ბესელია , ოპოზიციას ურჩევს მოლაპარაკებებზე ირაკლი კობახიძეს აღარ დაუჯდნენ.

მისი შეფაებით, როგორც კი პროცესში კობახიძე ჩაერთო, ვითარება ჩიხში შევიდა.

“მე ერთ რამეს ვურჩევ ოპოზიციას, შემდეგი მოლაპარაკება როცა იქნება, კობახიძე მათ როგორც მომლაპარაკებელი არ უნდა მიიღონ, განსაკუთრებით მისი ბოლო პროვოკაციული ბრიფინგის მერე. ვარსკვლავებს არავინ არ წყვეტს, მაგრამ კობახიძეს არ უნდა ელაპარაკო. უნდა იყოს ვინმე სხვა, როგორც კი ის გამოჩნდა სრული დესტრუქცია დაიწყო” , – აცხადებს ეკა ბესელია “დღის სტუმარში”.

აქვე გეტყვით, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი სავარაუდოდ მომავალ კვირაში უნდა გაიმართოს.

ცნობისთვის, ვითარება კი მას შემდეგ დაიძაბა რაც ირაკლი კობახიძემ 9 დეკმებრეს ბრიფინგი გამართა, სადაც ოპოზიციას დაფინანსების შეწყვეტით და გაუქმებით დაემუქრა დაემუქრა.