“ახალი თაობის” კითხვებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე პასუხობს. – 28 ნოემბრიდან შეზღუდვები დაწესდა. როგორია თქვენი შეფასებები? – ხელისუფლება დამნაშავე იმიტომ კი არ არის, რომ ეს შეზღუდვები დააწესა, არამედ დამნაშავეა იმიტომ, რომ აქამდე მიიყვანა საქმე. მოიქცა სრულიად უპასუხისმგებლოდ ზაფხულში. როდესაც ამბობდნენ, რომ აი შვედური მოდელი და რაღაცა რბილი მიდგომა. საქართველოში არანაირი მოდელი არ ყოფილა, […]
კატეგორია: პოლიტიკა
“კარასინ-აბაშიძის შეხვედრაზე დადასტურდა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ანტირუსული პროვოკაციის ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის ორმხრივი განწყობა”
გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკულ საკითხებზე აზრთა დეტალური გაცვლა განხორციელდა, დადასტურდა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი კარგად ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის ორმხრივი განწყობა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს. „იმედი გვაქვს, რუსოფობიური რიტორიკა, რომელსაც რადიკალური წრეები […]
გახარიამ ტიკარაძეს ბოთლი ესროლა – ჯანდაცვის მინისტრი პრემიერს დაემუქრა
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის დიდი დაპირისპირებაა. გახარია, რომელმაც პანდემიის პირობებში საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საუკეთესო კრიზის-მენეჯერის სტატუსი საკუთარ აქტივში ნაადრევად ჩაიწერა, ბოლოდროინდელ კატასტროფულ მდგომარეობას ჯანდაცვის მინისტრს აბრალებს. ტიკარაძე კი თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ ამაში ბრალი პრემიერ-მინისტრს მიუძღვის. ჯანდაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინ საჯაროდაც გამოთქვა უკმაყოფილება. ტიკარაძის თქმით, ზაფხულში მთავრობას მისთვის […]
რა იზღუდება 28 ნოემბრიდან – ნახეთ სრული სია
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე; მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ […]
„ირაკლი ღარიბაშვილი ისევ პრემიერი გახდება“
ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” მოსალოდნელ სამთავრო ცვლილებებზე საუბრობს. – ვინ შეიძლება იყოს გახარიას შემდეგი პრემიერი? თეა წულუკიანზეც იყო საუბარი… – მე არ ვფიქრობ, რომ წულუკიანი იქნება შემდეგი პრემიერი. თეა წულუკიანი იყო გახარიას გუნდის წევრი. ის სწორედ გახარიამ დანიშნა ვიცე-პრემიერად. ამიტომ თუ მიდის გახარია, მიდის თეა წულუკიანიც! თეა წულუკიანს ვიხილავთ პარლამენტში და ის შესანიშნავი სპიკერი […]
“24 დეკემბრამდე აიკრძალება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი?”- რას გეგმავს მთავრობა
“მთავარის” ინფორმაციით, მთავრობა შეზღუდვების გაფართოვებას გეგმავს, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება. არსებული ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ქვეყანა თითქმის სრულ ლოქდაუნზე გადადის. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ჯერჯერობით დაუზუსტებელია და გადაწყვეტილება სავარაუდოდ ხვალინდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაზუსტდება და გამოცხადდება. შეზღუდვები ეხება როგორც საღამოს საათებში გადაადგილებას, ისე მუნიციპალურ ტრანსპორტს და საქალაქთაშორისო გადაადგილებას. ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს 21:00-დან […]
ელისაშვილი – “ხელისუფლება ოპოზიციისკენ აშკარად ნაბიჯებს დგამს”
ინტენსიური მუშაობა მიდის, რომ ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” პოზიციები დაახლოვდეს – აშკარად პროგრესია, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი დღე სამზადისია მესამე რაუნდისთვის, რომელიც ნაყოფიერად უნდა დასრულდეს. “მიდის ინტენსიური მუშაობა, რომ ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” პოზიციები დაახლოვდეს, აშკარად პროგრესია. […]
ირაკლი კობახიძე – “ევროპული საქართველო” ლუზერი პარტიაა”
ამ არჩევნებს ჰყავს მკაფიო ე.წ. “ლუზერები”, ვინც ყველაზე მეტი წააგო ამ არჩევნებში. ეს არის “ევროპული საქართველო”, აქედან გამომდინარე, აშკარად არის გამოკვეთილი, რომ ეს პოლიტიკური პარტია არ სარგებლობს ძლიერი პოზიციებით და მეტი მოტივაცია აქვთ დესტრუქციის თვალსაზრისით, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, “პალიტრანიუსის” გადაცემაში “დღის ნიუსრუმი” განაცხადა. მისივე თქმით, სხვა პარტიებს აქვთ ნაკლები მოტივაცია და […]
გია ხუხაშვილი – “ხელისუფლებამ ოპოზიციას 50.000 ხმა ჩაუდო”
ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” შაბათს ჩატარებულ მეორე ტურზე საუბრობს. _ ირაკლი კობახიძემ თქვა, 50.000 ადამიანმა მისცა ოპოზიციას ხმა, მაგრამ ჩვენი უპირატესობა იმდენად დიდი იყო, შანსი არ ჰქონდათო… _ ეს იმდენად სასაცილოა… მაშინ, როდესაც ყველა ოპოზიციური პარტია მოუწოდებდა თავის ამომრჩეველს, არ მიხვიდეთ არჩევნებზეო, ცოტა წარმოუდგენელია, რატომ მივიდა ეს ამომრჩეველი წინასწარ წაგებულ თამაშში მონაწილეობის მისაღებად?! მე […]
“ის ცხოველების ფერმად გადაიქცა” – ნორჩმა ოპოზიციამ პარლამენტთან გოჭი მიიყვანა
პარლამენტთან „ევროპული საქართველოსა” და სხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქცია-პერფორმანსს მართავენ. მათ ადგილზე გოჭი მიიყვანეს და ჯორჯ ორუელის ნაწარმოების – „ცხოველების ფერმასთან“ გაავლეს პარალელი. როგორც აქციის წევრები აცხადებენ, პარლამენტი სამწუხაროდ, გადაიქცა ცხოველების ფერმად და აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. „დღევანდელი ჩვენი მიზანია თითოეულ ადამიანს დავანახოთ და გავაგონოთ ჩვენი ხმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დაამყაროს რეჟიმი, რომელიც […]









