აღმოჩენილია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების რუსული პასპორტები. ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის ინფორმაციით, უტა ივანიშვილმა, რომელიც ქართუ ბანკის მფლობელია, რუსული პასპორტი მას შემდეგ აიღო, რაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა. შაბათის ეთერში გაიგეთ ყველაფერი უტა ივანიშვილზე, რომელსაც ოლიგარქი ყველაზე მეტად ენდობა.
კატეგორია: პოლიტიკა
ჯონდი ბაღათურია – “1938 წლის რუკით, უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები საქართველოში შედის”
ჯონდი ბაღათურია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში დავით გარეჯის თემაზე საუბრობს: – აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დავით გარეჯთან დაკავშირებით სამი დოკუმენტი შედგა. ერთი დოკუმენტი შედგა 1920 წლის 12 ივნისს, ეს არის აღსტაფის საზავო ხელშეკრულება საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის. მაშინ საქართველოს გასაბჭოება ჯერ კიდევ მომხდარი არ იყო. ამ ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიას ეკუთვნოდა […]
ხატია დეკანოიძე – “არ გამოვრიცხავ, რომ დამაკავონ”
პროკურატურამ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის საქმეზე გამოძიება დაასრულა და მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა. უწყება ამტკიცებს, რომ აკაკი კობალაძემ და აკაკი ხუსკივაძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით 50 000 დოლარი შესთავაზეს, სანაცვლოდ კი დემონსტრაციულად კომისიის დატოვება მოსთხოვეს. გასაჯაროვებულ მინაწერებში ფიგურირებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძეც: ” ა.კ. გარდაცვლილს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს – რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა […]
ტორეზა მოსიმ გირჩი დატოვა
პარტიის ლიდერებს შორის არსებულ უთანხმოებაზე ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ პარტიის დატოვების შესახებ დაწერა “გირჩის” წევრმა ტორესა მოსიმ. “მე ვწყვეტ ყველანაირ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას და ზოგადად არ მსურს ასოცირებული ვიყო ზოგადად რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. ამიტომ ვტოვებ ამ ჯგუფსაც, პორტალსაც, ზოგადად გირჩის ყველა ჯგუფს. არ მინდა ეს აღქმული იყოს როგორც რაიმწ მხარის არჩევა. არ ვაპირებ რომელიმე მხარეს, რომელიმე […]
ზურა ჯაფარიძე – “იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და სანდრო რაქვიაშვილი “გირჩში აღარ იქნებიან”
ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს. ჯაფარიძე თანაპარტიელებთან დაპირისპირების მიზეზებს არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ მთელი პასუხისმგებლობა მასზეა. მისივე განმარტებით, „გირჩის“ მთავარი ბრძოლა წინაა. “სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და […]
“ქართული ოცნება” – 90 მანდატი, ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია – 36, ევროპული საქართველო – 5 – ცესკოს საბოლოო შედეგები
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, რომელიც ცესკომ დღეს გამოაქვეყნა, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. ყველაზე მეტი – 90 მანდატი (60 – პროპორციული წესით, 30 – მაჟორიტარული წესით) “ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. დანარჩენ რვა პოლიტიკურ გაერთიანებას შორის კი, მანდატები ასე გადანაწილდა: ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” – 36 მანდატი; “ევროპული საქართველო“ – […]
„გახარიას პოზიციები სერიოზულად შესუსტდა და ყველაფერს მას შეახოცავენ“
პარტია „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” პრემიერ გახარიას პერსპექტივებზე საუბრობს. _ კარგად იცნობთ „ქართულ ოცნებას“. გახარია-ტიკარაძის დაპირისპირებაზე იყო საუბარი და რა ხდება გუნდის შიგნით, არის თუ არა დაპირისპირება? _ ნათია მეზვრიშვილის გადადგომასაც თუ გავითვალისწინებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ გახარიას პოზიციები სერიოზულად სუსტდება. აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული რომ დაპირისპირებაა და არა მარტო ტიკარაძესთან, არამედ ზოგადად […]
ლევან ხაბეიშვილი – “პარლამენტში შესვლა კაპიტულაცია იქნება”
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი “ახალ თაობასთან” პარლამენტში შესვლის შესაძლებლობაზე საუბრობს. – ელჩების მოწოდებაა, რომ აუცილებელია კომპრომისი და ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში. – ელჩების მოწოდება ერთია, რომ მშვიდობა და სტაბილურობა უნდათ ამ ქვეყანაში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, როცა არჩევანი აქვს მოქალაქეს ამ ქვეყანაში ჩამორთმეული. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ელჩი რას გვეტყვის, როცა […]
მთავრობის ხარჯები 2.46 მილიარდი ლარით იზრდება
2021 წლის განმავლობაში საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები მთლიანი სახელფასო ანაზღაურების სახით 1.61 მილიარდ ლარს მიიღებენ, რაც 2020 წელთან შედარებით 60 მილიონი ლარით მეტია. შესაბამისად, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ბიუჯეტი ხარჯების შეკვეცის პოლიტიკას არ ითვალისწინებს. მთლიანობაში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით მთავრობის ასიგნებები 18.4 მილიარდი ლარით განისაზღვრება, რაც ბიუჯეტის რეკორდული მოცულობაა. მთავრობის ხარჯბი 2020 წელთან შედარბით […]










