„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი სერიოზული სიგნალი იქნება ხელისუფლებისთვის, რომ მსოფლიოში შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, დასავლეთს საქართველო არ ავიწყდება. მისივე თქმით, მსგავსი რანგის პოლიტიკოსის ჩამოსვლა ქვეყნისთვის სერიოზული პოლიტიკური მოვლენაა. „ბუნებრივია, ამერიკის შეერთებული შტატების მეორე პირის ვიზიტი რეგიონსა და ქვეყანაში ყოველთვის, ყველა ვითარებაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან […]
კატეგორია: პოლიტიკა
სომხეთისკენ მიმავალმა რუსულმა სამხედრო ხომალდებმა საქართველოს საჰაერო სივრცე რამდენჯერმე გადაკვეთეს
საქართველომ რუსულ სამხედრო სატრანსპორტო ხომალდებს საჰაერო სივრცე გაუხსნა. ინფორმაციას “სოვა ნიუსი” Flightradar-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. საარქივო ჩანაწერებით ირკვევა, რომ Ilyushin-ის ტიპის სატრანპროტო ხომალდებმა საქართველოს სივრცე რამდენჯერმე გადაკვეთეს. დანიშნულების ადგილი სომხეთი იყო, გამოფრენის ადგილები კი მოზდოკისა და ულიანოვსკის სამხდრო საჰერო ბაზები. “სოვა ნიუსი” ფაქტის დასადასტურებლად სამხედრო ხომალდების რადიო კავშირის ჩანაწერსაც აქვეყნებს.
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი დააკავეს
სამგორის მე-6 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ბესიკ გაზდელიანი დააკავეს. გაზდელიანი თანამოაზრეებთან ერთად კომისიის შენობასთან აქციას მართავდა, რა დროსაც შენობის შესასვლელთან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერის დაკვრა სცადა. სამართალდამცველებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს. გაზდელიანმა დაკავებამდეც სცადა სტიკერის გაკვრა შენობასთან, რასთან მიმართებითაც გაფრთხილება მიიღო ადგილზე მობილიზებული პოლიციის მხრიდან. სტიკერის ხელმეორედ გაკვრის მცდელობისას კი ის […]
თეა წულუკიანს “ოცნებაში” პრემიერობისთვის ამზადებენ – სად წავა გახარია?
31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგების მიმართ ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, მმართველი გუნდი პარლამენტისა და მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება. “ინტერპრესნიუსისთვის“ ცნობილი გახდა რამდენიმე შესაძლო საკადრო გადაწყვეტილების თაობაზე, რომელზეც სახელისუფლო პარტიაში ჯერ მხოლოდ კულუარულად საუბრობენ. სააგენტოს ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული სახე და სიის მეოთხე ნომერი თეა წულუკიანი სავარაუდოდ, პარლამენტის წევრი არ გახდება და საპარლამენტო პოსტის დაკავების ნაცვლად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდება – […]
სააკაშვილი – “2003 წელს შევარდნაძე ამათზე ბევრად მაგრად იდგა და გაყალბების საბუთებიც ნაკლები გვქონდა”
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი ეკა კვესიტაძის გადაცემაში “ღამის მთავარი” ამბობს, რომ საქართველოში უკვე არავის, თვით “ქართული ოცნების” მომხრეებსაც კი, არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ 31 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა. “საქართველოში არავის, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსაც კი, არ ეპარებათ ეჭვი, რომ ივანიშვილმა მინიმუმ, 15-20% დაიმატა და მოიპარა ქართველი ხალხის ხმები. ამ ვითარებაში, როცა ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს არჩევნების […]
“გაერთიანებული ოპოზიციის სიას მერაბიშვილის ხელი ეტყობა” – მამუკა გამყრელიძე
მამუკა გამყრელიძე “ახალი თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის სიას ერთპიროვნულად ადგენდა ნაციონალური მოძრაობა: – სიის შედგენაში რამდენიმე ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას. სააკაშვილიც იყო, პოლიტსაბჭოც იყო, მერაბიშვილიც იყო. ეტყობოდა კიდეც მერაბიშვილის ხელი იმ სიას. – ვანო მერაბიშვილის ხელი და გავლენა დაეტყო ნაციონალურ მოძრაობას? – რა თქმა უნდა, ასეა. ვერ გეტყვით, რომ ეს ერთპიროვნულად მიშამ ან ერთპიროვნულად […]
საქართველოში 17 ნოემბერს მაიკ პომპეო ჩამოვა
საქართველოს 17-18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს. “საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული […]
იან კელი – “როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს კავკასიაში რუსული ოკუპაციის დამტკიცების მილოცვა?”
საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი საკუთარ Twitter-ზე მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება. “როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამტკიცებს კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?” – წერს ის. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთიანი ყარაბაღის ომში ფასილიტატორ რუსეთს მადლობა გადაუხადა. “ახალი ეპოქა იწყება კავკასიაში. მე ვულოცავ ჩვენ […]
კალაძე ოპოზიციას – “ქუჩიდან პროცესი მოლაპარაკების ფორმატში გადავიტანოთ”
მოდით განვაგრძოთ მუშაობა, რათა არცერთი ადამიანის, არც თქვენი და არც ჩვენი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს! , – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებაშია ნათქვამი. „ყველამ ვიცით, რომ ქართული დემოკრატია ჯერ კიდევ ახალგაზრდა და გამოუცდელია. ჩვენ მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობის ჯერ კიდევ ხანმოკლე ისტორიის მანძილზე, მას ბევრი გამოცდა შეხვდა. დემოკრატიული ქვეყნის […]
„ოპოზიციაში დიდი დაბნეულობაა, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ“ – მამუკა მდინარაძე
ოპოზიციაში ძალიან დიდი დაბნეულობაა, მთელი დღეა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. თავად გრიგოლ ვაშაძის განცხადებები გამორიცხავდა ერთმანეთს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თუ ოპოზიციის გზავნილი კონსტრუქციულობაა, მმართველი გუნდიც სწორედ ამაზე საუბრობს. „ოპოზიციაში არის ძალიან დიდი დაბნეულობა. ჯერ ვერ გავერკვიე, ვინ რა განცხადებას აკეთებს. ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ მთელი დღის განმავლობაში. თავად […]









