საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი ეკა კვესიტაძის გადაცემაში “ღამის მთავარი” ამბობს, რომ საქართველოში უკვე არავის, თვით “ქართული ოცნების” მომხრეებსაც კი, არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ 31 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა. “საქართველოში არავის, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსაც კი, არ ეპარებათ ეჭვი, რომ ივანიშვილმა მინიმუმ, 15-20% დაიმატა და მოიპარა ქართველი ხალხის ხმები. ამ ვითარებაში, როცა ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს არჩევნების […]
კატეგორია: პოლიტიკა
“გაერთიანებული ოპოზიციის სიას მერაბიშვილის ხელი ეტყობა” – მამუკა გამყრელიძე
მამუკა გამყრელიძე “ახალი თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის სიას ერთპიროვნულად ადგენდა ნაციონალური მოძრაობა: – სიის შედგენაში რამდენიმე ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას. სააკაშვილიც იყო, პოლიტსაბჭოც იყო, მერაბიშვილიც იყო. ეტყობოდა კიდეც მერაბიშვილის ხელი იმ სიას. – ვანო მერაბიშვილის ხელი და გავლენა დაეტყო ნაციონალურ მოძრაობას? – რა თქმა უნდა, ასეა. ვერ გეტყვით, რომ ეს ერთპიროვნულად მიშამ ან ერთპიროვნულად […]
საქართველოში 17 ნოემბერს მაიკ პომპეო ჩამოვა
საქართველოს 17-18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს. “საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული […]
იან კელი – “როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს კავკასიაში რუსული ოკუპაციის დამტკიცების მილოცვა?”
საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი საკუთარ Twitter-ზე მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება. “როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამტკიცებს კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?” – წერს ის. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთიანი ყარაბაღის ომში ფასილიტატორ რუსეთს მადლობა გადაუხადა. “ახალი ეპოქა იწყება კავკასიაში. მე ვულოცავ ჩვენ […]
კალაძე ოპოზიციას – “ქუჩიდან პროცესი მოლაპარაკების ფორმატში გადავიტანოთ”
მოდით განვაგრძოთ მუშაობა, რათა არცერთი ადამიანის, არც თქვენი და არც ჩვენი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს! , – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებაშია ნათქვამი. „ყველამ ვიცით, რომ ქართული დემოკრატია ჯერ კიდევ ახალგაზრდა და გამოუცდელია. ჩვენ მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობის ჯერ კიდევ ხანმოკლე ისტორიის მანძილზე, მას ბევრი გამოცდა შეხვდა. დემოკრატიული ქვეყნის […]
„ოპოზიციაში დიდი დაბნეულობაა, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ“ – მამუკა მდინარაძე
ოპოზიციაში ძალიან დიდი დაბნეულობაა, მთელი დღეა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. თავად გრიგოლ ვაშაძის განცხადებები გამორიცხავდა ერთმანეთს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თუ ოპოზიციის გზავნილი კონსტრუქციულობაა, მმართველი გუნდიც სწორედ ამაზე საუბრობს. „ოპოზიციაში არის ძალიან დიდი დაბნეულობა. ჯერ ვერ გავერკვიე, ვინ რა განცხადებას აკეთებს. ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ მთელი დღის განმავლობაში. თავად […]
“არც პარლამენტი, არც მეორე ტური” – გრიგოლ ვაშაძემ განცხადებას განმარტება დაუმატა
გრიგოლ ვაშაძემ დამატებითი განმარტება გააკეთა საკუთარ მიმართვაზე. “ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერი წერს: “1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; 2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; 3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ; 4. ერთხელ და სამუდამოდ […]
ხატია დეკანოიძე გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ – “მისი განცხადება პარტიასთან არ იყო შეთანხმებული”
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრი ხატია დეკანოიძე, სოციალურ ქსელში პარტიის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის სპეციალურ განცხადებას გამოეხმაურა. ხატია დეკანოიძე წერს, რომ გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია. “გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია. სამწუხაროა, რომ პარტიის თავჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს.. ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ […]
ხათუნა ლაგაზიძე – „ირაკლი კობახიძემ „ოცნებას“ ცელი გამოუსვა“
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ “ქართულ ოცნებას” ცელი გამოუსვა. _ გამოაგდეს ფარული ჩანაწერები და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ისევ გვისმენენ. ეს რას ნიშნავს? _ როცა მოქმედ დეპუტატს უსმენენ, ეს თავისთავად დანაშაულია და მეორე მხრივ დანაშაულია ისიც, როდესაც დაუსჯელობის განცდა აქვს ტელეკომპანიას, როდესაც კანონის დარღვევით მოპოვებულ მასალას უშვებს ეთერში. ანუ კანონთან […]
გრიგოლ ვაშაძე – “კრიზისი ოპოზიციის მიერ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით უნდა დასრულდეს”
აუცილებლად მიმაჩნია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით – ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, “ნიუპოსტი” ავრცელებს. “მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. ამისათვის კი აუცილებლად მიმაჩნია, რომ ჩვენ […]









